kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

ფეხბურთი აქვთ თაგუნებს,
გაგორეს კაკალი:
_ წრუწუნ, პასი მომეცი!
_ მიდი, ბიჭო, დაჰკარი!
მოდანი ფეხბურთის
გადაიქცა საგიჟედ:
_ ყურზე ნუ მკბენ!
_ ვამე!
_ კუდზე ფეხს ნუ მაბიჯებ!
მოტყუა წრუწუნამ:
ერთი, ორი, სამი და...
ნერვილობს მეკარე...
დარტყმა!
რის!
გავიდა!..
_ გოლ! _ აყვირდნენ თაგვები.
_ გოლ! _ აყვირდა წრუწუნა
და საწყალმა მეკარემ
ბრაზით დაუწრუწუნა:
_ რა გაყვირებს, შე ბრიყვო,
ნეტა, რა გიხარია?
გოლი რომ გატანე,
ეგ ხომ ჩვენი კარია?!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026