kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება

ა
ეს ვინ ა−რის? - ა−სო ა
ა−ბა, გეს−მით მი−სი ხმა?

ო−პე−რა−ში მი−ვი−და,
და−უ−ღი−ა პი−რი და

ახ−ლა მღე−რის ა−რი−ებს,
უკ−ვე დას−შიც გა−რი−ეს.

ბო−ლოს ამ−ბობს ან−და−ზებს,
ხმას აწვ−რი−ლებს, ა−ნა−ზებს.

ე
“- ერ−თი მეც შემომხედეთ!”
სცე−ნა−ზე−ა ა−სო ე,

“- რომ ი−ცეკ−ვოს, რო−გორც მე,
შე−უძ−ლი−ა სხვა ვინმეს?”

ე−ჯიბ−რე−ბა სხვა ხმოვ−ნებს,
ე−სალ−მე−ბა თანხმოვ−ნებს.

ცეკ−ვავს ფე−ხის წვე−რებ−ზე,
დატ−რი−ალ−და ცე−რებ−ზე.

ი
გა−მო−ვი−და ა−სო ი,
მო−იყ−ვა−ნა ორ−კესტ−რი.

ხე−ლებს იქ−ნევს ა−მა−ყად,
დი−რი−ჟო−რობს ა−მა−ღამ.


ო
ბო−ლოს წინ აქვს ნო−მე−რი,
არ−ტის−ტი−ა მშრო−მე−ლი.

ეს ა−რის სა−ოც−რე−ბა,
ახ−და მი−სი ოც−ნე−ბა:

დღეს სპექ−ტაკლ−ში მთა−ვარ როლს
ვინ ას−რუ−ლებს? - ა−სო ო!

უ
ნერ−ვი−უ−ლობს, მაგ−რამ დუმს,
უხ−მოდ იც−დის ა−სო უ.

პირ−ვე−ლო−ბა გა−ნა სურს,
რა საქ−მე აქვს მას−თან შურს?

მა−ლე ღელ−ვაც გა−უქ−რა,
რო−ი−ალ−ზე და−უკ−რა.

უ-მ კონ−ცერ−ტი და−ხუ−რა,
ტა−ში და−იმ−სა−ხუ−რა.

ა ე ი ო უ

მთელ დარ−ბაზ−ში ტა−ში ქუხს,
ხა−რობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...ახალი წელი იწყებაიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026