kids.ge logo

ელენიკოს საბანი

ფავორიტებში დამატება

ნაჭ−რის სა−ბანს კე−რავს ბე−ბო,
ნაჭ−რის სა−ბანს, სა−ნა−ქე−ბოს,
ე−ლე−ნი−კო ად−გას თავ−ზე,
ა−ფენს სი−ტყვის ფი−ან−და−ზებს.

შე−უ−კონ−ჭავთ სა−ნაჭ−რე−თი,
ვერ გაძ−ღე−ბა კა−ცი ჭვრე−ტით:
აბ−რე−შუ−მი, ჩი−თი, ბამ−ბა
ნემ−სის წვერ−მა ა−მო−ლამ−ბა.

კრეპ−დე−ში−ნი, ნარ−მა, სე−ლი -
ბე−ბო ხე−ლებს არ ას−ვე−ნებს,
აგ−ვი−რის−ტებს დიბა-ატლასს,
შე−შურ−დე−ბა თვით ჭრელ კა−ტას.

ცა−ლი ფე−ხით ხტის მა−ხა−თი,
ე−ლეს ხათ−რით, ბე−ბოს ხათ−რით,
ხტის და ცქვი−ტად, მარჯ−ვედ ა−გებს
ორ−მაგ ძა−ფის ლიანდა−გებს.

კრავს სალ−ტეს და უ−ჭერს ღვე−დებს -
ო−თხკუ−თხე−დებს, სამ−კუ−თხე−დებს.
რომ−ბებს ი−სეთ გრძნო−ბებს აქ−სოვს,
რის პი−კა−სო, რა პი−კა−სო.

ნაჭ−რის სა−ბანს კე−რავს ბე−ბო,
ნაჭ−რის სა−ბანს, სა−ნა−ქე−ბოს.
და−ა−ხუ−რავს ე−ლე−ნი−კოს,
გა−უმ−რავ−ლებს გუ−ლის სიტკ−ბოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აბეზარი კრაზანებიაბეზარი კრაზანები ფუტკრებს ყოფას აზარებენ, მათ კი არ სურთ, ჭრელმა ურდომ სკის ახლობლად დაიბუდოს. მაგრამ ახ...მათე და თხათხა-პეტელა, თხა-ბენტერა მათეს ეზოს დაემტერა. წაიგრძელა ყრონტი, არ დატოვა ყლორტი. რაც კი ჩანდა მწვანედ, ჭა...ქინქლაგაიმართა წელში ქინქლა, დადგა რთველი, როგორც იქნა. დასტრიალებს ვენახს თავზე, დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ. ჰ...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...ჟრუნი დედალი-კა, კა! -ჟრუნი დედალი კვეხნით იკლებს საქათმეს, თითქოს კვერცხი ჯერ ქათამს არ დაედოს აქამდე. თითქოს ოქროს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026