kids.ge logo

იქით ნუში, აქეთ ნუში…

ფავორიტებში დამატება
ი−ქით ნუ−ში, ა−ქეთ ნუ−ში,
და−ხეთ−ქი−ლი ბრო−წე−უ−ლი,
ი−სევ ა−ლუ−ჩე−ბის ბუ−ში
და ატ−მე−ბის ძო−წე−უ−ლი.

გა−და−უგ−დე ნი−ავს ყე−ლი,
სი−ო მოჰქ−რის შე−ბინ−დე−ბის.
მო−ის−მი−ნე წი−ნან−დე−ლი
გაჟრ−ჟო−ლე−ბა სი−მინ−დე−ბის.

შო−რით ე−ლავს ჩვე−ნი თეთ−რი
კოშ−კის ძვე−ლი გა−ლა−ვა−ნი,
წი−ნა−პარ−თა ჩვენ−თა ხვედ−რი -
მა−თი მი−წა და სა−ვა−ნე.

და−ვუბ−რუნ−დეთ... უნ−დო−ბარ სულს
თით−ქო კა−რი და−რა−ზო−დეს,
შენ ნუ მკი−თხავ მა−ინც წარ−სულს,
არც მე გკი−თხავ ა−რა−სო−დეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კუმისისილაჟვარდე მთვარის ჩუმის მოჰფენია ცისფერ კუმისს, ტბას დასცქერის მდუმარე ტყე მოდარაჯე ჩამიჩუმის. დაფიქრები...ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალაქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი....ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,...დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026