kids.ge logo

შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო

ფავორიტებში დამატება

მინდა, რომ სევდა დაგისმარო,
რომ მოგწვდე გულის ფიცრამდე,
ცაში გაფრენილ არწივს ვედარო,
დაღადრულ მიწას ფრთებით გიწამლებ!

მინდა, დავჭექო სვანური "ლილე",
„იავნანინა“ ვუმღერო თეთნულდს,
შხარას სიმაღლეს კამარა შევკრა,
ყური დავუგდო ენგურის ფერხულს!

მინდა, მთის ხიბლით ალმოდებულმა,
ბარიც სიცოცხლით გაგიმზინო,
"წინწყარო" ლაზურ "დიდოდოსთან"
ღვთიურ სიმებში ავახმინო!

მინდა, იმერეთს დარი ვუკურთხო,
ფშავ-ხევსურეთს კი ილაღები,
რაჭას ლამაზი სიდარბაისლე,
გურიას სხარტი "ბათები"!

ვიცი, რომ სევდას დაგისამარებ,
გულის ფიცრამდე ლოცვით მოგწვდები,
შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო,
ქართულ მიწისთვის ვფიცავ, მოვკვდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოს სიყვარულშისიტყვა ვკაზმე ემოციით. ვადიდგულე ფიქრით, ქარვისფერი მზის სხივებით, ჩამოვკარი სიმი! საქართველოს სიყვარულში...ღმერთო დალოცეღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ვუმღერი, ვესალბუნები, როგორც მალამო, ღმერთო დალოცე ქვეყნად ქართველი, ფესვგამა...ენძელათოვლის საბანს რომ წაართვა თავი, გახალისდა ენძელა, -რა კარგია გაზაფხული! შემოსძახა სიმღერა....პრანჭიკელა ბარბარედღეს მზიანი დღე იყო, მოვინდომე თამაში დედამ კაბა ჩამაცვა, წამიყვანა ტატაში. ბაბთაც კი მაქვს ლამაზი, ესეც ...დედიკოსჩემო ლამაზო დედიკო, ჩემო ტკბილო და კეთილო, უფალმა დიდხანს გაცოცხლოს, ცრემლი არასდროს გედინოს!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026