kids.ge logo

ეკლიანი ზღარბუნა

ფავორიტებში დამატება

ეკ−ლი−ან−მა ზღარ−ბუ−ნამ
ვაშ−ლი შე−ახ−რა−მუ−ნა,
ეს რომ ნა−ხა მა−კუ−ნამ
და−უ−ძა−ხა თა−მუ−ნას.

მი−უ−ტა−ნეს ჩურ−ჩხე−ლა,
შო−კო−ლა−დიც ხრა−შუ−ნა,
მო−ცუნ−ცულ−და ხა−თუ−ნაც,
მო−იყ−ვა−ნა კა−ტუ−ნა.

კაკ−ლის სუ−ნით ჩურ−ჩხე−ლამ,
თა−ვი ვე−ღარ და−მა−ლა,
გა−იღ−ვი−ძა თა−გუ−ნამ
და გო−ნე−ბა და−ძა−ბა.

უ−ცებ თავბ−რუ და−ეხ−ვა,
მო−ი−მარჯ−ვა ცა−ცუ−ნა,
გა−ი−ხე−და სო−რო−დან,
შემჩ−ნი−ა კა−ტუ−ნა.

ა−ცახ−ცახ−და თა−გუ−ნა
და და−ი−წყო კან−კა−ლი,
ფიქ−რობს ზღარბ−მა არ ჭა−მოს,
და−მი−ტო−ვოს კა−კა−ლი.

მე−რე ი−ცით, რა მოხ−და?
ეკ−ლი−ან−მა ზღარ−ბუ−ნამ,
პი−რი დიდ−ზე გა−ა−ღო
და გემ−რი−ელ სა−სუსნვს
მუს−რი უ−ცებ გა−ავ−ლო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწკი ნინიკორა წუწკია ნინიკო, ჭამა უყვარს ხილის, თხილს და კაკალს წამიერად ტეხავს საღი კბილით. ლოყაწითელ ვაშლებს უცქერ...დედის ალერსიდედის ალერსი იტევს სამყაროს, ის წამალია იარებისა სიყვარულია ღვთიური ლოცვის და ემბაზია ზიარებისა....მასწავლებელომასწავლებელო, გაზაფხულივით თბილო, ლამაზო! მასწავლებელო, დედასავით ტკბილო და ნაზო! მასწავლებელო, მთის წყარ...ცნობისმოყვარე ცუგრიაეზოს ფრთხილად დარაჯობს, ყურპანტურა ცუგრია, წიწილებთან თამაში, იცით, როგორ სწყურია? ქანდარაზე შემომჯდარა, ...გაზაფხულის სიმღერაენძელა რომ ამოძვრება, თეთრი თოვლის საბნიდან, თვალს ჩაუკრავს ყოჩივარდას გაუღიმებს ცას მზიანს. -გამარჯობა ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026