kids.ge logo

მასწავლებელო

ფავორიტებში დამატება

მასწავლებელო, გაზაფხულივით
თბილო, ლამაზო!
მასწავლებელო, დედასავით
ტკბილო და ნაზო!
მასწავლებელო, მთის წყაროსავით
მორაკრაკე და დამწყურველო!
მასწავლებელო, მზის სხივებივით
მწველო, ნათელო!
მასწავლებელო, ჩვენი სინორჩის
ყლორტების მცველო!
მასწავლებელო, ივარდქმნილო
პირის ბაგეო!
ჩვენი სულების დამპურებელო,
საგალობელო „იავნანაო!“
შენ, იდღეგრძელე,
შენ, იმზეგრძელე,
მზეო დღისაო, მწუხრის კანდელო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობმე დაბრუნებას თითებზე ვითვლი და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ, ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ, უშენო...ყველაფერს ურჩევნიაფაფებს ხშირად აღარ ჭამს, ეს პატარა გოშია, თუ მოშივდა პირს აღებს ისე, როგორც შოშია. უყვარს დიდი თეფშები, გ...წუწკი ნინიკორა წუწკია ნინიკო, ჭამა უყვარს ხილის, თხილს და კაკალს წამიერად ტეხავს საღი კბილით. ლოყაწითელ ვაშლებს უცქერ...ენძელათოვლის საბანს რომ წაართვა თავი, გახალისდა ენძელა, -რა კარგია გაზაფხული! შემოსძახა სიმღერა....სადღეგრძელოშენ გაგიმარჯოს ქართულო მიწავ, დამილოცია კერია შენი, ვაზის ნაჟურის სასმისით გლოცავ, შენ დაგელოცოს ერი და ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026