kids.ge logo

ძაღლის გასაჭირი

ფავორიტებში დამატება

პანდემიით დაღლილი
ზოს ძაღლი დარდობს:
_უსწავლელი მრჩებიან
შავყურა და მარდო.
ეს ონლაინ სწავლება
რის მართლა წვალება.
ვატყობ, თუმცა, პატარებს
ნადირობის სურვილს,
მაგრამ როგორ აღონ
ინტერნეტით სუნი?
ლეკვებს კომპიტერმა
დაკარგა ალღოც,
ვინმე კიდევ იკითხავს,
რა გაყეფებს, ძაღლო?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაყინირძე, ნაღები, შაქარი_ ყველაფერი აქ არი. ავრიოთ და დავრიოთ, მაგრამ ჯერ არ დავლიოთ. დავაცალოთ გაყინვა, გაგვა...ჩემი ველოსიპედიჩემი ველოსიპედით ყველგან სწრაფად მივედი. არც საწვავი უნდა და არც რახრახა მოტორი, მივყავარ და თან მიაქვს ბ...მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...წეროდენათავის ცელქ ბარტყს, გრძელფეხებას ეფერება წერო დედა: _სხვისთვის, იქნებ, მაღალი ხარ, (ცისხელა ხარ) ჩემთვის კ...* * *დაიმალეთ, თვალებს ვხუჭავ, არ დაკარგოთ წამიც ფუჭად. ერთი, ორი, სამი...ვითვლი, მიჩუქნია თქვენთვის რითმი. თუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026