kids.ge logo

ზარმაცი

ფავორიტებში დამატება

ცხარობს, ბრაზობს ზარმაცი,
ძილს არავინ არ აცლის.
ქეთ დედა ბუზღუნებს,
ქით ქარი ზუზუნებს.
მამლაყინწამ ყივილით
რემარე აიკლო,
მაგრამ ვინ გადაფარავს
ბოჩოლების ბარიტონს.
ყვიტ-ყვიტებენ იხვები,
ყიყინებენ ბატები,
ბჭობენ ინდარები
და კნავიან კატები.
გოჭი ჭყივის, ძაღლი ყეფს,
დილა ყველას აფხიზლებს,
მხოლოდ ზარმაცს სძინავს და
ბერავს გუდას საძილეს.
-იმ გუდაში რა ყრია?
-რა ყრია და არც არა,
დილის სუფთა ჰარი
ბრიყმა ძილში გაცვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰულა ჰუპიერთი, ორი, სკუპი, სკუპი, დატრიალდა ჰულა ჰუპი. დაედევნა მსუქან ზებრას, უყვარს მისი გაბრაზება. მოეხვია რქებ...ბოლოკი და ჭარხალიბოლოკი და ჭარხალი მიდიოდნენ ხანხალით, გზაზე თაგვი შემოხვდათ ზურგზე ბარგი-ბარხანით. ჭარხალი და ბოლოკი გაუს...დამაცადეთ!ჩხუბობს ელისაბედი: –დუ! დუ! დუ! დუ! და! და! ჯერ არ დაღამებულა, მაძინებენ ძალად! ბრაზობს ელისაბედი: – და! ...თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...ძაღლის გასაჭირიპანდემიით დაღლილი ეზოს ძაღლი დარდობს: _უსწავლელი მრჩებიან შავყურა და მარდო. ეს ონლაინ სწავლება არის მართლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026