kids.ge logo

ჩემი მეგობარი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული სიყვარულით,
ყვავილებით ირთვება,
კაზმება მზის ნათელით,
იღვენთება სიმღერად.

იპრანჭება შესახვედრად,
სადედოფლოდ ირთვება,
თვალებიდან სითბოს აფრქვევს,
მარგალიტად იბნევა.

ეს რა კაბა ჩაუცვია,
საცარი,ხატულა,
მისი ხილვით დაბნელი
სუსხი სადღაც წასულა.

ყველაფერში საცარ და ზღაპრულ ფერებს დავლანდავ,
იქ მთვარესთან ვინავარდებ,
დარდებს ქარებს გავატან.

ფრთებს შევისხამ და ქარაშოტს,
ცაში გავეკიდები,
ლამაზ სიზმრებს ჩავეხვევი,
სტუმრად ავეკიდები.

ჩემს გაზაფხულს,ალბათ ფიქრებს,
სხვაზე მეტად გავუგებ,
მასთან ერთად ყველა სულდგმულს,
გზად ხალიჩებს დავუგებ.

მკლავებს გავშლი,ვით მეგობარს,
გულის გულში ჩავიკრავ,
ყვავილების ლამაზ გვირგვინს,
მწვანე თმებში ჩავუწნავ.

ერთად ლაღად გავუყვებით
მდინარეს თუ ორშარას,
ყველა კორდს და ყველა მდელოს,
ფერადებით მოვქარგავ.

ყვავილები,სიყვარული,
სითბო უზარმაზარი,
გაზაფხულო,მეგობარო,
დაგვიბრუნდი, სალამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...ქარიქარი ცელქობს, დახარხარებს, არე-მარეს ახმიანებს, ბალახ-ბულახს ეფერება, ფოთლებს ცაში აფრიალებს. მოსვენება ა...საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026