kids.ge logo

მომავალი მწვრთნელები

ფავორიტებში დამატება

დელფინების ანტრაქციონს
აღტაცებით უმზერს მარი,
ამ ჭკვინი ცხოველების
შოუ, საცარი არი.
როგორ მწყობრად დაცურავენ,
რა მალაყებს გადადიან,
მწვრთნელებს როგორ უჯერებენ,
მათთან ყოფნა რა კარგია!
მათმა ცეკვამ განაცვიფრა
თავად მოცეკვავე ეთო,
დედი, მეც მსურს ილეთები,
სე კოხტად გავაკეთო.
სიტყვის თქმას ვერ ახერხებენ
მოხიბლული პატარები,
თვალებს ვეღარ აშორებენ,
ტაშს უკრავენ გამალებით.
არ ვიცოდი, თუ დელფინი
უჭკვინესი რამ იყო,
ეს რა ვნახე - გაცებას
ვეღარ მალას ჩვენი ნიკო.
გავიზრდები, მათი მწვრთნელი
უნდა გავხდე - ამბობს ბერო ,
ცეკვა რაა, დელფინები
ნახეთ, თუ არ ავამღერო.
მწვრთნელობით მეც მოვიხიბლე, -
გვიზირებს აზრებს მაშო,
მე დელფინებს ისე გავწვრთნი,
კალათბურთი ითამაშონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლი და ლევანიდილით თოვა დაიწყო, მიწა თეთრად დაფარა. გაოცებით უყურებს თოვლს, ლევანი პატარა. ჯერ შაქარი ეგონა, მერე - ტკ...ჩემი საქართველომიყვარს ჩემი საქართველო, მისი ზღვა და ხმელეთი, კლდიდან მჩქეფი ჩანჩქერები და უფსკრულთა ბნელეთი. მთები, ცამ...დათო და ყურშაყურებპანტურა ლეკვი თვეა,აჩუქეს დათოს, სათამაშოს არ ითხოვს, ახლა ძაღლი ართობს. სადაც დათო თამაშობს, ყურშაც...ენძელებითუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი კვლავ თეთრ საბნად აფარია, ეგ თამამი ენძელები თებერვალმა გადარია. ნაკადულიც ჩას...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026