kids.ge logo

აბა, გამოიცანი

ფავორიტებში დამატება

წუ−ხელ კო−ღომ ჩემს ყურ−თან
რომ გა−ა−ბა წუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ფი−სოს ხე−ზე ასვ−ლა−ში
რომ ა−რა ჰყავს ბა−და−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ძრო−ხამ პი−რი და−ა−ღო,
ჰო და, მორ−თო კა−კა−ნი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ხა−რი რომ გაბ−რაზ−დე−ბა,
მა−შინ ი−ცის ღმუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ვაშ−ლის ხე ა−მო−ვი−და,
როს დავ−თე−სე ნა−თა−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

დე−და მო−მე−ნატ−რა−ო,
ხბომ და−ი−წყო ზმუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ძალ−ზედ გემ−რი−ე−ლი−ა
ბა−ლი, მარ−წყვი, გარ−გა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

სისწ−რა−ფე−ში, ი−ცო−დეთ
კუს ა−რა ჰყავს ბა−და−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ზოგ−ჯერ გა−მოქ−ვა−ბულ−ში
მო−ის−მის წყლის შუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

თევ−ზი რომ და−ვი−ჭი−რე,
ხელ−ში ი−წყო ფარ−თხა−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ნამ−ცხვრი−სათ−ვის გვჭირ−დე−ბა
ხა−რისხიანი ფქვი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ა−ვადმ−ყო−ფო−ბი−სა−გან
რ−წყი−ლი ა−რის გამხ−და−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

მგლისთ−ვის და−უ−ლოც−ნი−ა
ღმერთს, რა−ტომ−ღაც ყმუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ამ−ბო−ბენ, რომ ქა−თა−მი
ფრინ−ვე−ლი−ა ფრთა−მა−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

და−ვა−ლე−ბა რომ დავ−წე−რო
დამ−ჭირ−დე−ბა მე ბა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

სა−ნე−ლებ−ლებს ე−კუთვ−ნის
მიხაკ-დარიჩინ-ილი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

საკ−რა−ვებ−ში ითვ−ლე−ბა
დო−ლი, და−ი−რა და თა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ჩა−ვამ−წყვდი−ე ჭი−ქა−ში,
ბუზ−მა მორ−თო ბზუ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ქართ−ველს უნ−და უყ−ვარ−დეს
სა−ქართ−ვე−ლოს მთა-ბა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

გუ−შინ ბი−ჭი გა−ვი−ცა−ნი
და მას ერქ−ვა უ−ი−ლი,
მარ−თა−ლი თუ ტყუ−ი−ლი?

ლო−დი ძლი−ერ რბი−ლი−ა,
ბამ−ბა კი−დევ მა−გა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

გაკ−ვე−თი−ლი ი−წყე−ბა
და გვე−ძა−ხის ჩვენ ზა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

სკო−ლა−ში სა−ჭი−რო−ა
თო−ხი, ნა−ჯა−ხი, ბა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

თი−ვის შე−საგ−რო−ვებ−ლად
დაგვჭირ−დე−ბა ფი−წა−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ცხო−ვე−ლებ−ში ჟი−რა−ფი
ყვე−ლა−ზე−ა მა−ღა−ლი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ვერ−ცხლის კოვ−ზი უ−ცებ ტყდე−ბა,
პლასტ−მა−სი−ა მა−გა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზეო, გვესტუმრეუჰ, რამდენი ხანია წვიმს და არ გადაიღო, სახლში ჯდომა მოგვბეზრდა მე და ჩემს ორ დაიკოს. ეზოში არ გვიშვებენ: ...ლამაზი ნატვრაფარშევანგი მოეწონა ზოოპარკში თამაზის, ბებიკო, მოდი შეხედე, რა ჭრელია და ლამაზი. ნახე, როგორ ელვარებს, რად...მამიკომ მიშველა ყოჩივარდა, ენძელა, ია, ერთი ციდა, სარვამარტოდ დედისთვის მსურდა მომეზიდა მიწიანად, დავრგავდი, დედის გასახა...* * *თავზე რომ დამტრიალებს, არ მშორდება პეპელა, ნეტავ იცის, რომ სახელი ჩემი არის ენძელა?...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026