kids.ge logo

მე მსურს

ფავორიტებში დამატება

მე მსურს ვიქცე მტრედად,
გავაპო სივრცე და
ვეწვიო ჩემს სოფელს,
ვეწვიო ფიქრებად.
მიწის სუნთქვად ვიქცე,
ვიქცე ნაკადულად,
ატმის ყვავილს ვთხოვო,
თხოვო დამალულად.
გულში ვარდისფერი
სითბო ჩამიღვაროს,
ზეცის სიმაღლეზე
იქნებ ამიყვანოს.
მინდა არ დამტოვოს
ლამაზმა ფიქრებმა,
ზეცას როცა ვხედავ
გაფრენა მინდება.
სივრცე,სივრცე მინდა
დიდი უსასრულო,
სიზმრებში დამიწყნარდი
ჩემო სულო,გულო,
ღარ გამაწბილო,
ღარ ამატირო,
ბოროტს და ცუდკაცობას
როგორმე გამარიდო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...მოდის ზამთარიმოწყენილა არე-მარე, ტირის დედაბუნება, აღარ ისმის შეძახილი, მხიარული სიმღერა. ყველა სახლში შეყუჟულა გარეთ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026