kids.ge logo

წელიწადის ოთხი დრო

ფავორიტებში დამატება

წელიწადის ოთხი დრო
როგორც ოთხი დობილი,
კამათობდნენ დროდადრო,
ვინ უფროა ცნობილი.
გაზაფხულმა დაწყო
თავის ქება პირველად,
გასაკვირი არც იყო
მისი გამობრწყინება.
ვინ ამარცხებს სიცივეს,
ვინ აღვიძებს ბუნებას,
ადრე ამდგარ დილის მზეს
ვინ უმაღლებს გუნებას.
ვინ გვიბრუნებს ჩიტუნებს
კვლავ თავიანთ ბუდეში,
მედის სხივს ვინ უჩენს
დიდ-პატარას გულებში.
ხარხარდა ზაფხული,
ღარ უსმენს დაკოს,
ტრაბახა გაზაფხულის
გაჯავრებაც დაწყო.
მე ხომ თითქმის არც მძინავს,
სიცოცხლით ვარ დამტკბარი,
ყვავილებით მომირთავს
მინდორი თუ მთა-ბარი.
სწავლა, შრომა დამთავრდა,
ყველგან ჟრიმულია,
დიდია თუ პატარა
გარეთ ყოფნა სწყურია.
გრილდებიან ბავშვები,
წუწაბენ დღე და ღამ,
ვეღარ თვლიან ნაყინი
ვინ რამდენი შეჭამა.
შემოდგომის დუმილში
დაღვინება იგრძნობა,
დინჯი, ოქროცურვილი,
სიმშვიდის დებს პირობას.
მაგრამ თურმე ყველას აქვს
სხვების ჯობნის სურვილი,
რამაც მასაც შეჰმატა
გამარჯვების წყურვილი.
მე მოვხატე ტყე, მთები,
თასნაირ ფერებით,
გადავხუნძლე ხები
ზღმარტლით, წაბლით, ლეღვებით.
მუშაბა გაჩაღდა,
რთველში ისმის-ბარაქა!
ზოებში დალაგდა
ხილით სავსე კალათა.
ბებოებმა ამზადეს,
ჩურჩხელები, ტყლაპები,
ფელამუშით დაატკბეს
მსუნაგი პატარები.
ხმას არ იღებს ზამთარი
ჭაღარა თმას ისწორებს,
ბევრი იყო ნათქვამი
და ყველა თავს იწონებს.
უფროსი ვარ თქვენს შორის
სე ამბობს ზამთარი,
მხოლოდ ამას გეტყოდი,
დავასრულოთ კამათი.
მე გავძარცვე ხები,
დავაძინე ბუნება,
შევაჩვიე ბავშვები
ფანჯრებიდან ყურებას.
სიცივეა,გარეთ თოვს,
გადათეთრდა მთა-ბარი,
მიტომაც არ მოგწონთ
თმაჭაღარა ზამთარი?
გუნდაბის ჟრიმულს,
გარეთ ციგის გატანას,
ხალი წლის სიხარულს
ვჩუქნი დიდს და პატარას.
ჰოდა, დროა შევიგნოთ,
რომ კამათი შევწყვიტოთ,
თავის დროზე შევირგოთ
წელიწადის ყველა დრო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026