kids.ge logo

დიდედა

ფავორიტებში დამატება

საჩეჩელზე მატყლს ჩეჩავს და
თითისტარზე ართავს ფთილებს,
ლამაზ წინდებს გვიქსოვს ხოლმე
და გვიქარგავს შვილთაშვილებს.

მივბაძეთ და, სულ ამაოდ,
ვერც მოვქსოვეთ და ვერც ვქარგავთ,
საქსოვ ჩხირებს, ნემსებს, ძაფებს
ნეტავი, რა დამართათ?!

დიდედასთან დავიჩივლეთ;
ნატკბილობს, ენამზეობს,
არ იდარდოთ, კუდრაჭებო,
მე გასწავლით ხელსაქმესო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მეკვლეების სიმღერახილითა და ტკბილეულით დიდი ხონჩა ავავსეთ;  ჩვენ, პატარა მეკვლეები მოგილოცავთ ახალ წელს! ხვავ-ბარაქას ...ოფოფის სიზმარითეთრ სამოსში ციცარი, რა ვქნა, ვეღარ ვიცანი; ბუ და ჭოტი შორტებში - ცხადია თუ სიზმარი?! გაიარა ბატუნამ მოხდ...მარტის ჩივილიმარტი ჩივის: - ზამთარმა გამიტეხა სახელი, კუდი აქ დარჩენია, არ დაადგა საშველი. ყვავილები მახარებს, მზის ღი...რა ხდება ზოოპარკში?ოფოფს ქანცი გასწყვეტია, კუდი ვარცხნა ცხრა მელიას; ყვანჩას კაბა მოხდენია, ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია! იპრიალებს...წვიმის პაპაახალი წელი თენდება, წვიმდა გუშინ, და წვიმს ახლაც, წვიმის პაპა ხომ არ მოვა, ნეტავ, თოვლის პაპის ნაცვლად?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026