kids.ge logo

სკოლაში ვბრუნდებით

ფავორიტებში დამატება

ვემშვიდობებით ზაფხულის დღეებს,
თავისუფლებას და სიფერადეს
დილის ხანგრძლივ ძილს,
მინდვრებში სირბილს,
მდინარის ჩქერებს
ზღვის ტალღის შხეფებს.
მოგზარობას, ვაგონის ქშენას,
ცივ-ცივ ნაყინებს, პეპლების დევნას.
ბებო და ბაბუ რჩებიან კარში,
ვემშვიდობებით, გვნახავენ გაზრდილს.
სექტემბერია, სკოლის დროც დადგა,
გულს უხარია, კლასელებს ვნახავთ.
წელსაც გაზრდილი იქნება ყველა,
სახეზე რუჯი და მონატრება.
ვარცხნილობა გვაქვს ნაირ-ნაირი,
ლამაზ-ლამაზი კაბა-ზედები,
ხალი ჩანთა, ფეხსაცმელები,
ცოტა მოგვიჭერს და შევეჩვევით.
მასწავლებელი ჩაგვიკრავს გულში,
არდადეგებზეც დავწერეთ გუშინ.
რა გვიხარია? დიდები გავხდით,
სწავლას დავიწყებთ, ყველაფერს ავხსნით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...ზამთარიდაზამთრდა, გადიდდა ღამე, ხანდახან მზეს ჯობნის მთვარე. გაჭაღარავდა მთები, შემოძარცვულად ხენი. მოდის ახალი ...ანიტა და წიგნები„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. სარეკლამო ბანერად კაშკაშებდა წარწერა. შეამჩნია ანიტამ, უმალ თავი ჩაქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026