kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?
გამოდი, გამომზიგულდი,
რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!

შეხედე დათოვლის სერებს:
ყელები უგავთ სურასა;
ზამთარი მხოლოდ აშინებს
ლაჩარს და ბუტუსურასა!

შენ ხომ არც ერთი არა ხარ,
მაშ ნუღარ დაიგვინებ,
თუ გუნდაბას ვერ შეძლებ,
პირს მაინც გაიმზინებ.

-მოვდივარ, შენი ჭირიმე,
ციგით და თხილამურებით,
მეც მიყვარს თვალის დატკბობა
ჯანსაღი თოვლის ყურებით!

ნახე, როგორი ბიჭი ვარ,
ციგას რომ გავასრილებ!
ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად,
ხან თოვლში გაკოტრილებ!

თუ გამეჯიბრე გუნდაში,-
სე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026