kids.ge logo

მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მერ−ცხა−ლო, მა−ხა−რო−ბე−ლო
კეკ−ლუ−ცი გა−ზა−ფხუ−ლი−სა,
მორ−ბე−დო ია-ვარდისა,
გამ−ხა−რე−ბე−ლო გუ−ლი−სა!

შენ გე−ნაც−ვა−ლე, ფრთაცქ−ვი−ტო,
მალ−ხა−ზო, ჭიკ−ჭიკხ−მი−ა−ნო,
გუ−ლის ფანც−ქა−ლით მო−გე−ლი,
ვინძ−ლო არ და−იგ−ვი−ა−ნო.

მოფ−რინ−დი, მი−თხარ: ზამ−თა−რი
მოკვ−და, აწ გა−ზა−ფხულ−დე−ბა!
გულს მა−შინ მივ−ცემ სი−ლა−ღეს
და ნატვ−რაც ა−მის−რულ−დე−ბა.

ოც−ნე−ბის ზღვა−ში შევ−ცუ−რავ,
ლაჟ−ვარდ−ში ავცქ−რი−ალ−დე−ბი,
ხან წყალ−თა სარ−კეს და−ვეკვ−რი,
ფრთა−წურ−ვით გავს−რი−ალ−დე−ბი.

მივივლ-მოვივლი კი−დე−ებს,
უ−კან−ვე მო−ვალ ფრე−ნით,
მო−გე−სალ−მე−ბი, ხმატკ−ბი−ლო,
მეც ჩე−მე−ბუ−რის ე−ნი−თა...

შე−ნი ჭი−რი−მე, მერ−ცხა−ლო,
შავთ−ვა−ლა გიშ−რისფრ−თი−ა−ნო,
შორს წამსვ−ლელს ვინძ−ლო სა−ლა−მი
ი−ქაც არ და−მიგ−ვი−ა−ნო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026