kids.ge logo

ფისო

ფავორიტებში დამატება
ფისუნია, ფისო,
არვინ გაჭმევს ტკბილსო,
ცალი თვალი ნუშს მიგიგავს,
ცალი - მწვანე ღილსო.
დედა ამბობს: - წუწკიო,
ბებო ამბობს: - მღლისო,
ბაბუ ამბობს: - მთელი ღამე
თაგვი შაქარს ღრღნისო,
ეს ყურსაც არ აპარტყუნებს
თავს ვერ ართმევს ძილსო,
მაქნისია რისო,
მარტო კნუტებს ყრისო.
ჩემზეც ასე არ ამბობენ?..
ფისო, რა გიკვირსო?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაღიმე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა, წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფა...თოჯინამთელ დღეს ასე ატარებ უსაქმურად, ძილშია, გუშინ წიგნი მოგეცი, არც კი გადაგიშლია. დაემსგავსე დათუნას და არა ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026