kids.ge logo

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

ფავორიტებში დამატება
ხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიმეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტილობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....მერის თვალებითეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, დახურულია გული, როგორც საკანი რამე. თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედ...დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშიადღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილ...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026