kids.ge logo

ცამეტი წლის ხარ

ფავორიტებში დამატება
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩაწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ტირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...მოსვლას აპირებს წვიმამოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის...იქ პოეზიის ფრიალებს დროშაზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვ...ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...ირაკლი, მომგები ასი ომისყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი, მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა, ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი ყოველი მხრიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026