kids.ge logo

ბიჭი, ძაღლი და ბებია

ფავორიტებში დამატება

ნოდარიკო და ბემბი
ცხოვრობენ როგორც ძმები,
ერთი თეფშიდან თქვლეფენ,
ორთავე ერთად ყეფენ.
ტახტის ქვეშა აქვთ ბინა,
ორთავეს ერთად სძინავს,
ბიჭი მიუშვერს ლოყას,
ძაღლი ლოკავს და ლოკავს.
ბევრს ემუქრება ბები,
ერთად გათრევთო თმებით...
ი, ამ წუთში, ახლაც
ორთავე ბაღში გახლავთ,
დასდევს ბებია კუდში,
მაგრამ ვინ აგდებს ძაღლად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026