kids.ge logo

მხარი მხარს, მხარი მხარს!

ფავორიტებში დამატება
მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს!
ბა, ჰე, აბა, ჰე,
ბა, მივცეთ მხარი მხარს!

წავიდეთ, მოვედოთ
თავისუფალ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთინებულ ჯარს.

რიქა, არიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.
რიქა, ბობოლა
ძველ ღობეებს უვლის გარს.

ბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!

წავიდეთ, მივხედოთ
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! -
დროშებით მივუდგეთ
გაერთინებულ ღარს.

ვინ ნახავს რამე დარს,
ხალ საქართველოს დარს,
მეხი მეხს, ქარი ქარს!
ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...მესხის გამოხედვაის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა...ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....მწოლარეიყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარე და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული, მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026