kids.ge logo

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

ფავორიტებში დამატება
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
რა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენირია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
რავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...ძველი ქართული ანდაზაძველი ქართული ანდაზა იტყვის: სოფელი დიდია! რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია! რაჭა-ლეჩხუმი მშო...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026