kids.ge logo

გლეხის საჩივარი

ფავორიტებში დამატება
დი−დე−ბა შენ−და, უ−ფა−ლო!
რა−სა გვ−თხოვს? რა მო−უ−ცი−ა,
რომ ჩა−მოგ−ვიდ−გა ჭი−რი−ვით
სო−ფელ−ში ეგ−ზე−კუ−ცი−ა?

სა−დღაც ვი−ღა−ცას რა−ღა−ცა
ვი−თომ−და ჩა−უ−დე−ნი−ა,
ახ−ლა ჩვენ გვახ−დე−ვი−ნე−ბენ,
მოგვდ−ვეს ცე−ცხლი და გე−ნი−ა!

კომლ−ზე სამ-სამი თუ−მა−ნი
ად−ვი−ლად გა−უ−წე−რი−ა!
თით−ქოს ეს გა−და−სა−ხა−დი
გლე−ხისთ−ვის ა−რა−ფე−რი−ა!

სად შეგ−ვიძ−ლი−ა ამ−დე−ნი,
რომ მო−ვაგ−რო−ვოთ ხე−ლა−და?
უნ−და შორს სად−მე წა−ვი−დეთ
ფუ−ლე−ბის სა−ძებ−ნე−ლა−და.

რომ დავბ−რუნ−დე−ბით, დაგვხვ−დე−ბა
სო−ფე−ლი ა−ოხ−რე−ბუ−ლი,
ცოლ-შვილი ნა−მუ−სახ−დი−ლი,
ო−ჯა−ხი ა−ტი−რე−ბუ−ლი.

რო−მელ ერთს უნ−და გა−ვუძ−ლოთ,
სირ−ცხვილს, თუ ა−ოხ−რე−ბა−სა?
რად არ მო−ხე−დავ, უ−ფა−ლო,
გლეხ−კა−ცის გა−ჭირ−ვე−ბა−სა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026