kids.ge logo

დათოს ქუდი

ფავორიტებში დამატება

დაკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს.
იგვინებს დათო ბაღში,
მოღუშა პირისახე.
არ იცოდა, რაღა ექნა,
რადგან ქუდი არსად ჩანდა,
ადგა დათო და წვიმაში
თავშიშველა წაჩანჩალდა.
ბოლოს ქუდი ბებომ ნახა
მიგდებული საწოლს უკან,
ტკბილი ძილის მოყვარული
შიგ ხვრინავდა დათოს ცუგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...სამი კნუტისახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026