kids.ge logo

საახალწლო

ფავორიტებში დამატება
შენ ლამაზო, შენ ტანადო,
კოხტა ნაძვის ხეო!
თასფერად გაგვინათე
ხალი წლის დღეო.

სიმღერებით გესალმებით,
ყური დაგვიგდეო,
ციმციმე, იკისკისე,
დივლი-დალალეო!

საჩუქრები დაგვირიგე,
პირი ჩაგვიტკბეო,
თოვლის პაპა, თეთრი პაპა
თან მოგვიყვანეო.

მოგვილოცე საყვარელი
ხალი წლის დღეო.
შენ ლამაზო, შენ ტანადო,
კოხტა ნაძვის ხეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026