kids.ge logo

„დიპლომატი“

ფავორიტებში დამატება
აქ სანდრიკას მეძახიან,
მოსკოვში კი - სანიას,
გვარი კიდევ ორმაგი მაქვს,
ყველას უკვირს ძალიან.

მამაჩემი რუსია და
დედაჩემი - ქართველი,
ახლა მიხვდით, რატომაც მაქვს
გვარიც ორი, სახელიც?

იქნებ ერთად მიპასუხოთ,
რატომ ვერ გამიგია,
თბილისიდან მოსკოვში რომ
კივიდან მივდივარ...

არც თქვენ იცით? დამაცადეთ,
დიპლომატი გამოვალ,
მოსკოვიდან ჩემს თბილისში
სულ პირდაპირ ჩამოვალ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის თვემარტი კაბას იკერავსო, ბებომ გუშინ მასწავლა, ცისარტყელა შვიდფერაა, მზე კი თურმე - ცხრათვალა. მარტს დედის თ...ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...დათა ორი წლისაა...დათა გახდა ორი წლის, სულ ახლები ჩააცვეს, ჯერ თმა შეჭრეს, მერე კი მთლად ზღარბივით დავარცხნეს. ყველა ფოტოს ...უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026