kids.ge logo

დამნაშავე ბურთი

ფავორიტებში დამატება
ბურთი აჩუქა მამიკომ,
დაჯილდოვა ელდარი,
ფეხბურთელი და სპორტსმენი,
სხარტი,ძლიერი,მედგარი,

ბიჭმა ბუცები ჩაიცვა,
შეთამაშა ბურთი,
მყისვე შეკრიბა ეზოში,
ფეხბურთელ ბავშვთა გუნდი.

გიორგი,სანდრო, დავითი,
სოსო და მარდი ბესო,
კახა,ვალერი, ნუგზარი,
და სხვა სკოლელი რეზო.

მეკარეც კი აირჩიეს,
პატარა ბიჭი სანდრო,
კარებში დგომა ელდარმა,
მხოლოდ სანდრიკოს ანდო.

გაჩაღდა ბურთის თამაში,
ვერ გატანეს გოლი,
დარბიან და ყიჟინებენ,
ანგარიშია- ნოლი.

ერთმა თარი დაარტყა,
და ვერ მოზომა პატარამ,
ბურთი გაფრინდა სწრაფად და,
ჩატეხა სახლის ფანჯარა.

ბებო აყვირდა,-ბაბუა,
ხელში დიდ ჯოხსა იჭერს,
გაბრაზებული ბუზღუნებს,
და ემუქრება ბიჭებს.

დასჯა არ უნდა არავის,
მხრებს იჩეჩს მთელი გუნდი,
ბოლოს ერთხმად სთქვეს:ბაბუა!-
დამნაშავეა ბურთი.

მოხუცი ძლიერ გაოცდა,
და შეიბრუნა პირი,
რომ არ შენიშნონ ბავშვებმა,
სახეზე მას ღიმილი.

ბურთი აკენკეს,გაცვივდნენ,
კვლავ გააგრძელეს თამაში,
ნავრებს გამოცხადათ
თინიკო,წითელ კაბაში.

რა ეშველებათ მოხუცებს?-
ჰკითხულობს მკაცრად თინა,
ან ქარი რომ ამოვარდეს,
ან რომ დაწყოს წვიმა?

ხვალ ყველას ვეტყვი სკოლაში,
რომ ხართ ბავშვები ურჩი,
ფანჯარა თქვენ ჩაამსხვრიეთ,
ტყულად ამხილეთ ბურთი.

ჩაფიქრდნენ, გონსა მოეგნენ,
ელდარი უძღვის წინა,
რათა მოხუცებს ჩაუსვან,
ის ჩატეხილი მინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026