kids.ge logo

შემოდგომის ბარაქა

ფავორიტებში დამატება
მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,
ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკრიფეთ ჩაგვატკბარუნეთ,
ხიდან ლეღვები მომხიბვლელად იღიმებიან.
კომშის სურნელი გიღიტინებს ცხვირის ნესტოში,
ჭერამი, თხილი-ყველა ხილი გიხმობს თავისთან,
წითელ-ყვითელი ატმები და დაშაქრულ ვაშლი,
მსხალი თუ ხურმა-იმათ ხილვას ვეღარ ატან.
შავად ძიმძიმებს იზაბელას მწიფე მტევნები,
რქაწითელებს კი ლამის არის ავარდეთ ალი,
მწიფწე თავები ჩაქინდრავთ აქ მზესუმზირებს,
ყვითელ ფურცლებს შუა დამჩნევიათ წვრილ-წვრილი ხალი.
დუღსა და ღვივის ქარვისფერი ეს შემოდგომა,
ფუტკრის ბზული ისმის ყველგან-მზე არის მწველი,
მე შარიშურით დავაბიჯებ ჭრელ ხალიჩაზე,
და აღარ ვიცი რომელ ნაყოფს მოვკიდო ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026