kids.ge logo

პაწაწინა რტო ვარ

ფავორიტებში დამატება
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გატაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
სადუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ასეთი დარი თუ იყო მაშინ?მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით ...ბოშა ქალიდა რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარ...ყაყაჩოსა სიწითლითაფრთაგაშლილი ფრთები არი, სხივგაშლილი სერებია... არ ჩურჩულებს ლელიანი, - გული შეუჯერებია... აქ კორდია მობიბ...რეკენ ზარები, რეკენ...რეკენ ზარები, რეკენ... სიზმარია თუ ცხადი? დაესვენება ჩემს წინ დიდი თამარის ხატი... რიდით შეარხევს ქარი დრ...მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026