kids.ge logo

დედის თვე

ფავორიტებში დამატება

მარ−ტი კა−ბას ი−კე−რავ−სო,
ბე−ბომ გუ−შინ მას−წავ−ლა,
ცი−სარ−ტყე−ლა შვიდ−ფე−რა−ა,
მზე კი თურ−მე - ცხრათ−ვა−ლა.

მარტს დე−დის თვეს ე−ძა−ხი−ან,
ი−ა−ი−ით მო−სარ−თავს,
ენ−ძე−ლებს და ყო−ჩი−ვარ−დებს
გა−ზა−ფხუ−ლად მო−ნათ−ლავს.

ფე−რად ფანქ−რებს მო−ვი−მარჯ−ვებ,
მეც დავ−ხა−ტავ გა−ზა−ფხულს,
ჩემს დე−დი−კოს მი−ვუ−ლო−ცავ
ა−თას, ა−თას სი−ხა−რულს.

მარ−ტის თვე ხომ დე−და−სი−ა,
მე ვა−ჩუ−ქებ და−ნარ−ჩენს,
სხი−ვი ფე−რებს ჩა−მო−მაწვ−დის
ნა−ხა−ტისთ−ვის ა−სარ−ჩევს.

სიყ−ვა−რუ−ლით ვაფე−რადებ,
ცი−სარ−ტყე−ლას, შვიდ−ფე−რას,
რო−ცა დე−და ჩემ−თან ა−რის
მა−შინ მინ−და სიმ−ღე−რაც...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხატვარიგუშინ ლუკა მთელი დღე ფისუნიას ხატავდა... მაგრამ იცით? - არც ფისოს და არც ყურშას არ ჰგავდა!...დედის მისალოცირიგში დგას ანდრია, რეზი და დავითი იების კონების ხელში... დედის დღეს ულოცავენ დედიკოს სიმღერით, ვაჟკაცებს ...საახალწლო სათხოვარითამუნია დილიდან რთავს ხასხასა ნაძვის ხეს, რიგრიგობით ათავსებს ტოტზე ბურთებს, ლალისფერს. ვერცხლისფერი რგოლ...ჩხუბისთავებიწაეჩხუბნენ ერთმანეთს ფისუნა და მურიკა, ფისუნია შეახტა უზარმაზარ ურიკას. დაედევნა მურია ფისუნია ყურცქვიტას...საახალწლოახალი წელი ნიკაა, თოვლის ბაბუა - ანდრია, ფიფქია - ციცქნა თამუნა იღვიძებს დილაადრიან. - ჩქარა ჩაიცვით, ბიჭ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026