kids.ge logo

ცუგა და ფისო

ფავორიტებში დამატება
როგორც წინათ, ჩვენი ცუგა
ბევრს არაფერს ითხოვს,
კუდის ქნევით ეხვეწება
ხეზე ასულ ფისოს:

- ჩემო ფისოვ, ჩემო კარგო,
რად დამცქერი ხიდან?!
ძირს ჩამოდი, ყურში ჩუმად
რაღაც უნდა გითხრა.

მაგრამ ცუგას ჩვენი ფისო
იცნობს, კარგად იცნობს.
ჰოდა, ღიმილს ვერ იკავებს,
ცინება ფისოს:

- არა, ცუგავ, ძირს ჩამოსვლას
მე ვერაფრით შევძლებ.
თუ საქმე გაქვს, იქნებ თავად
მობრძანდე ხეზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026