შემოდგომაზე, როგორც მოგეხსენებათ, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ. მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებულ ორომტრიალში ჩართულებს ხშირად, ერთი ან ორი დღით, სამსახურებიდან უხდებათ თავის გათავისუფლება.
სწორედ ასე მოხდა იმ დღესაც. ვალიკო მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა დირექტორის სახელზე განცხადების დაწერა მოუხდა.
ბატონო დირექტორო!
გადაუდებეული საშემოდგომო სამუშაოების გამო გთხოვთ, 12 და 13 ოქტომბერს გამათავისუფლოთ სამსახურიდან!
11 ოქრომბერი, 1989 წელი
პატივისცემით ვალიკო ჟღენტი
პატივცემული ვალიკოს განცხადებას იმავე დღეს დაესვა დირექტორის თანხმობის ბეჭედი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 12 და 13 ოქტომბერს ბავშვებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები არ ჩაუტარდებოდათ.
ერთი შეხედვით, ამ ამბავში უცნაური არაფერია, მაგრამ მაინც არის რაღაცით განსაკუთრებული.
ვალიკო მასწავლებლის სკოლაში არყოფნა მე-5 კლასის მოსწავლეებს ასე აუხსნეს:
-ბავშვებო, პატივცემული ვალიკო შეუძლოდ შეიქნა, ამიტომ 2 დღის განმავლობაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ნაცვლად მათემატიკა ჩაგიტარდებათ.
როგორ გგონიათ, რა მოჰყვა დამრიგებლის ამ განცხადებას?-მე-5 კლასის მომსწავლეების გულისწყრომა, უფრო მეტიც, კატეგორიული პროტესტი.
სოფო, რომელიც კვირიდან კვირამდე სულმოუთქმელად ელოდა ვალიკო მასწავლებლის გაკვეთილს, საშინლად წუხდა. ბრაზობდა ვალიკო მასწავლებელზე, არა უფრო სწორად ავადმყოფობაზე. ბრაზობდა თავის მეგობრებზე, რომლებმაც წინა კვირას ძალიან ანერვიულეს საყვარელი მასწავლებელი. ბრაზობდა, მთელი დღე-საღამომდე.
...საღამოს ეზოში თამაშობდა, როცა შარაზე სიმინდის ტაროებით და ხალხით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გამოჩნდა. ხალისიანი მშრომელები ერთ ამბავში იყვნენ, ავტომანქანის გრუხუნს მათი ჟრიამული ახშობდა. მხირულთა ჯგუფში სოფოს დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია ნაცნობი და საყვარელი სახე, ჭაღარა თმითა და გრძელი, კეხიანი ცხვირით. ვალიკო მასწავლებელი, რომელზეც დილით უთხრეს, რომ ავადაა და ბავშვებისთვის სანატრელი გაკვეთილის ჩატარება არ შეუძლია...
იმ დღეს სოფო პირველად დაფიქრდა იმაზე, თუ რას ნიშნავს სიტყვა „იმედგაცრუება“, რომელსაც ასე ხშირად წარმოთქვამს ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, როცა თავისი რომელიმე თანაკლასელი მოუმზადებელი მოდის სკოლაში. ასევე ხშირად წარმოთქვამს მამა, როცა უფროს დას, თათოს საყვედურობს სიზარმაცის გამო. ერთხელ ეს სიტყვა ავტობუსში უცნობმა ბებომაც წარმოთქვა, რომელიც თავისი შვილის შესახებ უამბობდა, სოფოსთვის ასევე უცნობ, ქერათმიან ქალბატონს, რომელიც სოფოს იმიტომ მოეწონა, რომ დედას ჰგავდა...
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო