kids.ge logo

ხშირად დასმული კითხვები

ფავორიტებში დამატება

- რატომ არის წვიმა სველი?

- წყალია და იმიტომ!

 - და წყალი რატომაა სველი?

 - რა იცი რომ სველია? – პატრა ნუცა არ ელოდა, რომ დედა კითხვას შემოუბრუნებდა და ცოტა დაიბნა. პასუხის მოსაძებნად ონკანიდან წვეთ-წვეთად ჩამომდინარე წყალს გახედა და სცადა რაც შეიძლება გულწრფელი ყოფილიყო...

 - ასე ვგრძნობ, როცა ხელებს ვიბან!

- მარტო ხელების დაბანის დროს? - გადაიკისკისა დედამ.

 - ცურვის დროსაც ვგრძნობ! - დააზუსტა ნუცამ და კითხვების დასმა საქმიანად გააგრძელა... - ვგრძნობ რაღას ნიშნავს?

 - ჩამეხუტე და აგიხსნი! - ნუცა ისე მოეხვია დედას, თითქოს ამ წინადადებას ელოდა მთელი დღე...

- გრძნობ რამეს? - ახლა დედის კითხვების დასმის ჯერი დადგა...

 - კი, შენი გულის ჩასვლა - ამოსვლას...

- მაგას გულისცემა ჰქვია! - ისევ გადაიკისკისა დედამ. - მე კიდევ ვგრძნობ, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს ის არსება, რომელიც ახლა გულზე მყავს მოკრული და ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ მასთან ერთად... - დედის ამ სიტყვების გაგონებაზე ნუცამ თავი ასწია და კიდევ რაღაც კითხვის დასმა დააპირა...

- ახლა არ მკითხო, ბედნიერება რა არისო?!.. - უმნიშვნელოდ აღშფოთდა დედა...

- ეჰ, არადა მაგ კითხვის დასმას ვაპირებდი... - ცხვირი ჩამოუშვა ნუციკომ - რატომ არ გინდა, რომ მიპასუხო?

 - არ მინდა – არა! არ ვიცი რა გიპასუხო... ბედნიერება ყველასათვის სხვადასხვა რამაა და იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანი.

–  როგორ უნდა მივხვდე, რომ ბედნიერი ვარ? - არ მოეშვა ნუციკო...

- თუ ფიქრობ, რომ ახლა ძალიან კარგად გრძნობ თავს, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ! - მოკლედ მოუჭრა პასუხი დედამ.

ნუციკოს გაეღიმა, დაფიქრდა და გახარებულმა წამოიძახა:  – მე ამ წუთას თავს ბედნიერად ვგრძნობ!

 - ძალინ კარგი! - უთხრა დედამ და ყავის მოდუღებას შეუდგა.

ნუციკო კი ისევ ბედნიერებაზე ფიქრობდა... მერე პურის ნამცეცებით სავსე კალათა აიღო და ჩიტების დაპურება დაიწყო აივანზე... ყრიდა ნუცა ნაფშხვენებს და თან ხმამაღლა იძახდა: მიირთვით, ჩიტებო, მიირთვით, უფ ... რა ბედნიერი ვარ! - უკვე მეორედ იყო ასე, მას შემდეგ, რაც გაიგო თუ როგორი გრძნობაა ბედნიერება.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა. – გაუგონარი ამბავია, ცამ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ქართულის გაკვეთილები

- გამოცანაა თუ ჰამოცანა? - გამოცანა, რა თქმა უნდა! - აბა გერკულესი რატომაა ჰერკულესი? - იმიტომ, რომ რომაელები დაუმარცხებელ, გმირ ჰერაკლეს - ჰერკულესს ეძახდნე...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: იმნაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, შეაფასოს თავისი შესრულება

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს თავისი შედეგების შეფასება და გააანალიზოს, რა გააკეთა კარგად და რა შეიძლება გააუმჯობესოს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026