kids.ge logo

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ფავორიტებში დამატება

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ხის კენწეროებიდან. მთაში, ყველაზე მაღალ ადგილას, კაფანდარა ხეების ტყეები იყო გადაჭიმული, რომელსაც ელფების სავანე ერქვა. ამ ტყეებში სათავეს იღებდნენ ანკარა ნაკადულები, რომლებიც წყალუხვ მდინარეებად გადაიქცეოდნენ, თანდათან ერთმანეთს უერთდებოდნენ და დაბლობისკენ მიიჩქაროდნენ. იქ სადაც ციცაბო კლდე ხვდებოდა მდინარე ჩანჩქერის ნაკადად ეშვებოდა.

პირველად სწორედ ფრინველები გახდნენ იმ საოცრების მოწმე, რომელსაც არავინ ელოდა და არც არავის არასდროს წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წინა დღეს კონკურსი გაიმართა ჩიტებსა და ყვავილებს შორის, რომლებიც სილამაზეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 

გადაწყვიტეს ყვავილების ფერადი ფეირვერკები მოეწყოთ გამარჯვების ნიშნად. შიკრიკობა ელფების სავანის ბინადრებმა ითავეს. თაგვი და მისი წრუწუნა გაგზავნეს მოსაწვევების ჩამოსარიგებლად. 

– იცოდეთ, არავინ გამოგვრჩეთ დასაპატიჟებელი მოწვეული სტუმრებიდან, – აფრთხილებდა თეთრცხვირა ენოტი, რომელიც ყველას იცნობდა არამარტო ელფების სავანეში, არამედ მთელ ნაკრძალში, დიდსაც და პატარასაც. თანაც ძალიან მეგობრული და ცნობისმოყვარე არსება გახლდათ. ის ვულკან „დედაბრის ბუნაგის“ ტბებს აკვირდებიდა, როდის შეიცვლიდნენ ფერს, რომლებიც ხან წითელად, ხანაც მწვანედ ლივლივებდნენ. ამის მიხედვით წინასწარმეტყველებდა ვულკანის ამოფრქვევას და ტყის ბინადრებს აფრთხილებდა. ამიტომ მეტსახელად გრძნეულ თეთრცხვირას ეძახდნენ, ხანაც, ბრძენ ენოტს. ჟიურის ხელმძღვანელადაც ყოველწლიურად სწორედ მას ირჩევდნენ და ავალებდნენ სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ყვავილის ან ფრინველის დასახელებას. 

ყველაზე ლამაზი ყვავილები ელფების სავანეში ხარობდა. ისინი ისე უყვარდათ, რომ ყველა მათთან მეგობრობით ამაყობდა. მათ შორის ბევრი ჩიტი, პეპელა, კალია, ნემსიყლაპია და ამფიბია იყო. 

წინა წელს სამოთხის ყვავილის საპატიო წოდება ჰელიკონიამ დაიმსახურა. აქ წესად იყო მიღებული: ადრინდელ გამარჯვებულს პირველს უნდა მიელოცა და რადგან მაშინ კოლიბრი აირჩიეს სამოთხის ფრინველად,  სწორედ მან შემოუფრინა გარშემო ჰელიკონიას მომღერალი ჩიტების გუნდთან ერთად, რომლებიც მზის ჩასვლამდე უგალობდნენ. ერთმა პეპელამ კი მის საპატივსაცემოდ ჰელიკონიდი დაირქვა.  

ყველა თავის ფავორიტს უჭერდა მხარს. ნემსიყლაპია, სახელად დრაკონი და მისი სეხნია ყვავილი ჰიბისკუსი, იგივე საათა, სახელად „შავი დრაკონი“, ერთ გუნდში იყვნენ. კოლიბრი და ჰელიკონიას ყვავილი კი ჟიურიში - როგორც გამარჯვებულები. 

ბევრ ყვავილს და ფრინველს ჰქონდა წელს წარმატების მოლოდინი: ორქიდეას, რომელიც ესპანეთის დროშის ფერებით ამაყობდა; ასევე,  წითელტუჩება კოკორს... ორივეს გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა. ფრინველებიდან წითელფეხება ყარყატს ეგონა, რომ ამ ერთხელ მაინც აირჩევდნენ, ვინაიდან არასდროს ჰქონია ბედნიერება პირველი ყოფილიყო. მოწვევა  ზურმუხტისფერმა ფრინველმა მაიამაც მიიღო, მაგრამ არ დასწრებია, რადგან საერთოდ არსად დაფრინავდა, ტოტზე გაუნძრევლად იჯდა და მხოლოდ საკბილოს ჩაუნისკარტებდა ხოლმე. 

დაიწყო კენჭისყრა და ჟიური მოსათათბირებლად ჰელიკონიას ფართო ფოთლებში განცალკევდა. ყველამ თავისი რჩეულის წარდგენა დაიწყო.

- საათა განსაკუთრებული ყვავილია, მხოლოდ ერთ დღეს ყვავის. დილას იფუჩქნება, საღამოს მზის ჩასვლისთანავე თვალებს ხუჭავს და სამუდამოდ იძინებს,–დაიწყო პეპელამ, რომელიც მას კარგად იცნობდა, ვინაიდან ხშირად ტკბებოდა მისი სიმშვენიერით.  

- მართლაც ასეა და რა დასანანია, რომ საათა მხოლოდ ერთ დღეს ყვავის,– დასძინა ნემსიყლაპია დრაკონმა, – მათ შორის ერთ ჩემს სეხნია საათას ვიცნობ, ჰიბისკუსს „შავ დრაკონს“. მას სხვა ნათესავიც ჰყავს, სახელად „ბედის ნებიერა“.

- საათა, მართალია, ერთ დღეს ხარობს, სამაგიეროდ, ბევრი კოკორი აქვს და რიგ–რიგობით ყველა ასწრებს გაყვავებას, ამიტომ, როცა არ უნდა ნახოთ, ყოველთვის გაფურჩქნული ყვავილებით იწონებს თავს, – ბრძანა ბრძენმა თეთრცხვირამ.

ყველა შეთანხმდა და წლის გამარჯვებულად ჰიბისკუსი, იგივე საათა სახელად „ბედის ნებიერა“, გამოაცხადეს. 

- ყველა ჩამოცვენილი ყვავილი უნდა მოვაგროვოთ და ყვავილების ფეიერვერკი მოვაწყოთ, – იდეა შესთავაზა შუშის ბაყაყმა დიანემ.

- ეგ როგორ უნდა მოვახერხოთ?  – ყველამ ერთხმად იკითხა.

- ელფების სავანის ყველა ბინადარს დავავალებთ, რომ ჩამოცვენილი ყვავილები მოაგროვონ - ყველა წრუწუნას და თაგვს, ყველა ამფიბიას და მწერს, მერე იმ ყვავილებს ვულკანის კრატერთან მივიტანთ და როცა ამოფრქვევას დაიწყებს, არემარეს საათას ფერად–ფერადი ყვავილები მოეფინება. 

ტყის ბინადრებმა ჩამოცვენილი ყვავილები მოაგროვეს და ვუსკანის კრატერთან აიტანეს. 

მეორე დღეს არემარე ყვავილებით დაიფარა, საათას ფერადი ფურცლები ჰაერში იფრქვეოდა და ლავასავით მოედინებოდა ვულკანების კრატერებიდან. ქვევით დაშვებული ეს უცნაური ლავა  მთის ფერდობებს ეფინებოდა ფერად ჭრელ ხალიჩად და მდინარეებს ნაკადად ერთვოდა.

ასე სამუდამოდ უკვდავყვეს საათას სილამაზე კოსტა რიკას ნისლიანი ტყეების მცხოვრებლებმა.  

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქვათაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026