kids.ge logo

სინათლის ფესტივალი ქარვის სასახლეში

ფავორიტებში დამატება

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლის ფარნებს ანთებდნენ და თავის ოცნებებს საიდუმლოდ ჩაუთქვამდენენ იმ იმედით, რომ აუცილებლად აუხდებოდათ.

ერთხელ, ასეთ დღესასწაულზე დასასწრებად შუაგული  ევროპიდან  თეთრი თაგვების მთელი ოჯახი ჩამოვიდა, დედმამა, პიპა ვისტარი და კასპეტი მამაცი გული, თავისი შვილებით, რომლებიც გადამფრენ ნამგალა ჩიტების გუნდს ჩამოჰყვა. შვიდი ძმას ერთი დაიკო ჰყავდა, სახელად ფიფქია, რომელსაც ყველა ძალიან ანებივრებდა. მას რაც არ უნდა მოენდომებინა ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ.   

სადღესასწაულო სამზადისი უკვე დაწყებული იყო, რადგან სინათლის დღესასწაული უკვე მოახლოვდა და ზეიმი მალე დაიწყებოდა. ქარვის ციხესიმაგრიდან ცაში მაღლა უნდა აეშვათ საჰაერო ფარნები.

 „ყველამ ერთი სანუკვარი სურვილი უნდა ჩაიფიქროს და ისე აუშვას ფარანი ცაში. ვისი ფარანიც ყველაზე მაღლა აფრინდება, მსურველს ოცნება უეჭველად აუხდება,“ – აუხსნა ოჯახის მამამ კასპერმა თავის შვილებს.

ფიფქია ყურადღებით უსმენდა მამას და თვითონაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ფესტივალში.

ფიფქიამ ჩაიფიქრა: „მინდა ნამდვილი პრინცესა ვიყო და მერე ტყეში დედოფალი გავხდე ელფების და ფერიების კარნავალზე, მინდა რომ ყველა მე მადიდებდეს“.  თავისი სურვილი ქაღალდზე დაწერა, რომ ღამით საჰაერო ფარანთან ერთად მაღლა გაეშვა ცაში.  

ზეიმს ძალიან ბევრი სტუმარი ესწრებოდა და უმეტესობა ცეცხლის ლამპარების ფელტივალში მონაწილეობდა, ერთმანეთს სინათლის დღესასწაულს ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ.

ყველა თავისი საჰაერო სინათლის ფარნით იყო დაკავებული, რომ ცაში დროულად გაშვება სხვაზე ადრე მოესწრო.

ფიფქიას უცნობი სტუმარი მიუახლოვდა და დახმარება შესთავაზა. ერთი კუზიანი და შავი არსება იყო, მოსასხამში იყო გახვეული, რომელიც მიწაზე მოსთრევდა და დაგრეხილ გამხდარ ფეხებში ებლანდებოდა. გამუდმებით იფარებდა თავის ნახევრადგამჭვირვალე საფარველს და სახესაც მალავდა, რომ არავის დაენახა მისი ამაზრზენი და ავი გამომეტყველება.

ფიფქიამ თავისი სურვილი ჩაიფიქრა, ქაღალდის ფარანზე  დაწერა  და ცდილობდა ლამპარში ცეცხლის ფითილი აენთო, იმისთვის, რომ ცაში  მეყსეულად და ყველაზე მაღლა აჭრილიყო.

მოსასხამიანმა კუზიანმა  უცნობმა თავაზიანად შესთავაზა დახმარება ფიფქიას. პატარა პრინცესა რაზე ოცნებობს?  ნამდვილ დედოფლობაზე ხომ არა? რატომაც არა? დიახაც, სწორედ ასეა!”  – ამაყად უპასუხა ფიფქიამ,” – “წელს სკოლის კონკურსში მე ამირჩიეს სილამაზის დედოფლად და მოოქროვილი კაკლები მაჩუქეს. დედა დამპირდა, რომ კიდევ მომცემს უფლებას ელფების და ფერიების კონკურსში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ტყეში უნდა გაიმართოს მთვარის სრული დაბნელებისას.”

იქნებ პატარა ქალბატონს მბრძანებელიც უნდა რომ  გახდეს, რომ ყველა მას ემორჩილებოდეს?” - თავს არ ანებებდა უცნობი.

განა ასეთი რამ შესაძლებელია, ეგ როგორ უნდა მოხდეს?” – გაუკვირდა ფიფქიას

ძალიან ადვილად. ქალაქ უდაიპურში ერთი სასახლეა, სადაც 3000 რუხი თაგვი ცხოვრობს. თუკი მათ შორის თეთრი თაგვი გამოერევა, ყველა მხოლოდ მას ეთაყვანება და თავიანთ მბრძანებელ დედოფლად მიიჩნევს, თუმცა ასეთი მოვლენა საკმაოდ იშვიათად ხდება. უკანასკნელ წლებში ძალიან ცოტა თეთრი თაგვი გაჩნდა. ბოლო ხანს კი საერთოდ არც ერთი არ დაბადებულა. ყველა მოუთმენლად ელის ახალი დედოფლის გამოცხადებას, მაგრამ ის ჯერ არსად ჩანს. ასე, რომ თეთრი თაგვის უეცარი გამოცხადება ფურორს მოახდენს,” – უცნობი საუბარს აგრძელებდა.

მშობლებმა რომ გამოგიშვან, შენ არა მარტო დედოფალი, არამედ თაგვების მბრძანებელიც გახდები. შენით იამაყებენ. მთელი ინდოეთი ალაპარაკდება შენზე და ბევრი ადამიანი მოვა შენს სასახლეში, იმისთვის რომ შენ თაყვანი გცენ. უამრავ ძვირფას საჩუქარს მოგართმევენ, ოქროს და ბრჭყვიალა ალმასებს,” – დაპირებებს განაგრძობდა უცნობი. “შენს მშობლებს გაუხარდებათ, როცა მათ ასეთ სიურპრიზს გაუკეთებ და დაპატიჟებ სასახლის მოსანახულებლად, რომელიც შენი სახელობის იქნება და სადაც მბრძანებელ დედოფლად გაღიარებენ.”

ფიფქიას უცნობი სტუმრის ასეთმა დაპირებებმა თავბრუ დაახვია. მან ყველაფერი ნათლად წარმოიდგინა და ოცნებებმა შორეულ უდაიპურში გაიტაცა.

ფიფქიას ძალიან მოუნდა გაფრენა, რომ აღქმულ სასახლემდე მალე მიეღწია. მას ერთი აზრი მოუვიდა თავში და კიდევაც მოიფიქრა, თუ როგორ მოახერხებდა ამას.

ფიფქიამ იცოდა, რომ დიდი ხნის წინათ მტრედები ინგლისის დედოფლის სამსახურში იყვნენ და ომის დროს საიდუმლო შეტყობინებები გადაჰქონდათ დაზვერვისთვის. მათ მფრინავ ფოსტას ეძახდნენ. ოცნების შესასრულებლად ფიფქიას ცოტა უნდა მოეცადა სანამ უფრო კარგად დაბინდდებოდა.

როცა ფარნების გაშვების დრო მოახლოვდა, ყველა მოემზადა, რომ ჰაერში ერთდროულად  აეფრინათ სინათლის ფარნები, რომლებშიც ლამპარები უკვე ენთო.

ფიფქია შეუმჩნევლად ჩაძვრა სინათლის ფარანში, რომელიც ქარმა ჰაერში მსუბუქად აიტაცა და  მაღლა გააქროლა. ათასობით ანთებული ფარანი სხვადასხვა მიმართულებით მოეფინა ღამის ცასთავიდან ყველა ერთად იყო მოქუჩებული, მერე თანდათან დაშორდნენ ერთმანეთს, სათითაოდ გაიფანტნენ სხვადასხვა სიმაღლეზე და უკვე ძლივს მოჩანდნენ დაბლიდან. მაყურებლებმა ნელნელა დაშლა დაიწყეს და წავიდწამოვიდნენ.

ფიფქია ხედავდა თანდათან  როგორ დაპატარავდა ქვევით ყველაფერი. მას ძალიან შეეშინდა, არ წარმოედგინა რომ ფრენა ასეთი სახიფათო  იქნებოდა.  იცოდა, რომ სანამ ცეცხლი ენთებოდა ფარანში, მანამდე შეინარჩუნებდა ჰაერში ფრენის სიმაღლეს, მაგრამ როცა ჩაქრებოდა, ამაზე ფიქრი არც კი უნდოდა ფიფქიას. იმედი ჰქონდა, რომ სასწაული მოხდებოდა და ვინმე დაეხმარებოდა.

ფიფქიას შიშისაგან თვალები დახუჭა,  როცა ფარანთან ერთად ქვასავით დაბლა ვარდნა იწყო.

უცბად ფიფქიამ იგრძნო, რომ რაღაც ძალამ მაღლა აიტაცა. აღმოჩნდა, რომ ეს უდაიპურის თვითმარქვია დედოფლის მიერ მოგზავნილი ჰარპია ღამურა იყო, რომელიც მასთან ერთად ჰაერში გაუჩინარდა და ცოტა ხანში თვალთახედვის არედან გაქრაღამურამ ფიფქია ინდოეთის ჰიმალაის მთებში გაიტაცა და იქ დატოვა, რომ უკან ვეღარასოდეს დაბრუნელბულიყო, იმ იმედით, რომ სიცივით გაიყინებოდა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

გახდით მაგალითი მათთვის

თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად გაატარებენ. თქვენი ყველა ქცევა თუ მოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე. გახდით მაგალითი მათთვის, რათა მოგბაძონ და მიჰყვნენ თქვენს კვალს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026