ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო და მისი გულის ფეთქვას ყველა ნათლად დაინახავდა, თუკი ოდესმე მას მიაგნებდა. დიანეს პოვნა კი იოლი სულაც არ იყო, ოსტატურად ინიღბებოდა და ამიტომ, ჯერ არავის ენახა.
დიანეს რაც თავი ახსოვდა სულ ხეზე ატარებდა დროს, ტოტებში იმალებოდა და არასდროს ჩნდებოდა. იმის მაგივრად, რომ ჭაობში ეცხოვრა და ეყიყინა, სრულიად განსხვავებულ ხმას გამოსცემდა, რომელიც ჭრიჭინობელას ჭრიჭინს უფრო ჰგავდა.
ერთადერთი ვისთანაც საერთო ენა გამონახა, ცეცხლისფერი ნემსიყლაპია მეტსახელად დრაკონი აღმოჩნდა. ორივე ერთ ენაზე ლაპარაკობდა და კარგად უგებდა ერთმანეთს - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი განსხვავებული არსებისთვის.
დრაკონს და დიანეს ისიც აერთიანებდა, რომ დრაკონის გამჭვირვალე ფრთას გულის ფორმის ალისფერი გამოსახულება ამშვენებდა, ზუსტად ისეთი, როგორიც გულღია შუშის ბაყაყს უცემდა მკერდში.
ნემსიყლაპია დრაკონმა უცხო მხარეში ერთ–ერთი შორეული გადაფრენისას შუშის ბაყაყების სამყოფელი შენიშნა, მიუახლოვდა მათ, რომ უფრო მეტი შეეტყო და მერე დიანესთვის მოეყოლა.
მოგზაურობიდან სახლში უკან დაბრუნებულმა ეს ახალი ამბავი დიანეს ახარა:
- დიანე, შენ მარტო აღარ იქნები, იმ ადგილს მივაგენი, სადაც შენი ნათესავები ცხოვრობენ.
- როგორ მიაგენი? – გაუკვირდა დიანეს.
- გორაკს მიღმა გადაფრენისას ნაცნობი ხმები შემომესმა, ზუსტად ისეთი, როგორსაც მე და შენ გამოვცემთ. მაშინვე მივხვდი, რომ შუშის ბაყაყები იყვნენ და იქეთ გავეშურე. ქორწილი ჰქონიათ და ამიტომ იყო ასეთი ჟრიამული. მეც შევეხმიანე და მათ თავისთან მიმიწვიეს. შენი ამბავიც მოვუყევი. ამის შემდეგ ორივე დაგვპატიჟეს სტუმრად.
- წინასწარ უკვე იციან რომელ მთვარიან ღამეს გაჩნდებიან მათი წითელი ლიფსიტები. მალე შენ ახალი ნათესავები გეყოლება და მათ მოსანახულებლად ოჯახურ შეკრებაზე უნდა წავიდეთ.
- აუცილებლად უნდა წავიდეთ, მე იმედი აღარც მქონდა, თუ ოდესმე ჩემიანებს შევხვდებოდი, – გაუხარდა დიანეს.
- დიანე, როდის წავიდეთ, დღისით თუ ღამით? –ჰკითხა დრაკონმა.
- დღისით რომ წავიდეთ, მეშინია რომელიმე ფრინველმა არ დაგიჭიროს, ამიტომ ღამით წავიდეთ, – შესთავაზა დიანემ და დრაკონიც დასთანხმდა.
ღამით, როცა სავსე მთვარემ არემარე გაანათა, მეგობრები გზას გაუდგნენ. დიანე ფოთლიდან ფოთოლზე ხტებოდა, დრაკონი კი წინ მიფრინავდა, რომელიმე ტოტზე დაფრინდებოდა და უცდიდა დიანე ხტუნვა–ხტუნვით როდის დაეწეოდა.
***
სანამ მთვარე ღრუბლებს მიეფარებოდა, დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. ასე მოხვდნენ დიანე და დრაკონი გაუვალი ტყის პირას იმ მთის მეორე მხარეს, სადაც მდინარე ტბას უერთდებოდა. გარშემო შუშის ბაყაყების მთელი სანათესაო შეკრებილიყო და ლიფსიტების გამოჩეკას მოუთმენლად ელოდა. დიანეს ძალიან გაუმართლა, რომ საკუთარი ნათესავები ბოლოს და ბოლოს გაიცნო. იმდენი საერთო აღმოაჩნდათ გასაზიარებელი და მათგან ახალიც ბევრი ისწავლა.
დიანეს ახლადგაცნობილ ნათესავებს უცნაურად მოეჩვენათ დრაკონთან მისი მეგობრობა. აქამდე არც ერთ ხის ბაყაყს არ სმენია მსგავსი ურთიერთობის შესახებ.
დიანემ თავისი ამბავი მოუყვა მათ, რომ ყოველთვის მარტო იყო და თავისი მოდგმის არავინ იყო მის ახლოს. რადგან ქომაგიც არ ჰყავდა, სულ ეშინოდა და მწვანე ფოთლებს აფარებდა თავს. მას შემდეგ რაც ნემსიყლაპია და ბაყაყი დამეგობრდნენ ერთმანეთისგან განუყრელნი გახდნენ.
***
ტყის განაპირას, ხის ფუღუროში, წვიმის წყალი გუბდებოდა და, როგორც ყოველთვის, სწორედ იქ იჩეკებოდნენ შუშის ბაყაყის წითელი ლიფსიტები.
იქაურობას ციცინათელები დასტრილებდნენ და არემარეს ანათებდნენ მკრთალად მოკიაფე შუქით, თუმცა, ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაენახათ ის საოცარი სანახაობა, რასაც ყველა ასე უცდიდა. კარგა ხნის მოლოდინის შემდეგ, ფუღუროში ჩაგუბებული წყლის ზედაპირზე მოტივტივე ფოთოლი უცბად ამოყირავდა და წყალში გადაეშვა გულის ფორმის ასობით პაწაწინა წითელი არსება. ესენი იყვნენ შუშის ბაყაყის ახლადგამოჩეკილი ლიფსიტები. თითოეული მათგანი წყლის წვეთს ჰგავდა და სრულიად გამჭვირვალე იყო, მხოლოდ წითელი მფეთქავი გული უჩანდათ.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გახსოვდეთ, რომ დისციპლინა არ არის დასჯა. შეზღუდვების დაწესებით ბავშვი ხვდება როგორ უნდა მოიქცეს. ამითი ისინი ხდებიან კომპეტენტურები, მზრუნველები და შეეძლებათ თვითკონტროლი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო