kids.ge logo

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

ფავორიტებში დამატება

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი აჭმევდა და ისინიც სულ იქაურობას დარაჯობდნენ.

ერთხელ პიპას ეზოდან საწყალობელი ჭყივილი შემოესმა. ბუჩქის ძირას ერთი პატარა მერცხალივით ჩიტი ფართხალებდა და ვერც აფრენას ახერხებდა და ვერც გადაადგილებას.  პიპამ დაინახა, რომ ერთი კატა უახლოვდებოდა მას და სადაცაა პირსაც წაავლებდა.

პიპამ გამბედაობა მოიკრიბა და კატას ცხვირწინ ჩაუხტა. თაგუნია რომ დაინახა, კატამ ჩიტს მაშინვე თავი ანება და პიპას გამოუდგა. პიპამ ყველა ხვრელი და სამალავი იცოდა, ამიტომ კატა დიდ ხანს არბენინა. ამასობაში საკმაოდ შორს გაიტყუა და როცა იმ ფისომ თავისი პატრონი დაინახა, რომელიც საჭმელად უხმობდა, მას თაგვიც და ჩიტიც უცბად მიავიწყდა და  იოლი ულუფის გადასანსლვა ამჯობინა.

სირბილისგან დაქანცულმა პიპამ ცოტა სული მოითქვა და იმ ბუჩქს მიაშურა, სადაც პატარა ჩიტი პირველად დაინახა. ჩიტი ძალიან საცოდავი სანახავი იყო, ვერა და ვერ ახერხებდა აფრენას. 

პიპა მიუახლივდა და ჰკითხა: „რა მოგივიდა მეგობარო, ფრთა მოტეხილი ხომ არა გაქვს?“ 

ჩიტმა უპასუხა: „არა, ფრთა არ მაქვს მოტეხილი, მაგრამ ჩვენი მოდგმის არც ერთ ჩიტს მიწაზე სიარული არ შეუძლია, ჩვენი ფეხები ამისთვის არ არის შექმნილი, ამიტომ მთელ ცხოვრებას ცაში ვატარებთ, მიწაზე არასდროს ვეშვებით, ხოლო, თუ ოდესმე მოგვიწევს მიწაზე დაშვება, მაშინ დასაღუპად ვართ განწირულნი.”

– შენს მოდგმას რა ჰქვია? - ჰკითხა პიპამ.

– ნამგალა, მაგრამ შენ კუდმაკრატელა დამიძახე, – უთხრა ჩიტმა.

– ისე, მე თავიდან მერცხალი მეგონე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შენ განსხვავებული ყოფილხარ, –  გაუკვირდა  პიპას.  – მოდი ზურგზე შეგისვამ და გავიქცევი, იქნებ აფრენა ასე უფრო მოახერხო? - დააიმედა პიპამ.

თქმა და ცდა ერთი იყო. მართლაც, პიპამ ზურგზე შეისვა პატარა კუდმაკრატელა ჩიტი და გაჰკურცხა. უცბად იგრძნო, რომ ტვირთი შეუმსუბუქდა, ფრთების შრიალიც გაიგონა - მის მიერ გადარჩენილმა ფრინველმა თავზე გადაუფრინა და პიპამაც შვებით ამოისუნთქა. 

„იცოდე, რომ არასდროს დაგივიწყებ და გასაჭირში ყოველთვის შენს გვერდით მიგულე. საკმარისია ოდესმე რამეში დაგჭირდე და მაშინვე შენთან გავჩნდები,“ - პიპას ზევიდან შემოესმა ნამგალას ხმა, რომელიც მას ასე გამოემშვიდობა. 

პიპა თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ ფრთოსან არსებას დაეხმარა და მისი გადარჩენა შეძლო.  ნამგალას სახით გულითადი ამხანაგი შეიძინა. ამიერიდან ისინი სამუდამოდ დამეგობრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მათთვის მთავარი იყო ის ენა, რომელიც გასაგებია განურჩევლად ყოველი სულიერისთვის - ურთიერთგაგების და სიყვარულის უნივერსალური  ენა.

****

პიპა ყოველ ღამით მთვარით განათებულ ცის კაბადონს გასცქეროდა მას შემდეგ, რაც ნამგალა გადაარჩინა. პიპას იმედი ჰქონდა,  რომ კუდმაკრატელას კიდევ მოჰკრავდა თვალს. მან ხომ უკვე იცოდა, რომ ნამგალა ჩიტები არასოდეს ეშვებიან მიწაზე და ღამესაც კი ცაში ატარებენ.

მართლაც, ვინც ოდესმე მოინდომებს და კარგად დააკვირდება სამხრეთის ღამის ცას,  ნათლად დაინახავს ნამგალა ჩიტის სახელობის თანავარსკვლავედს, რომელსაც სამოთხის ფრინველი  „აპუსი“ ჰქვია, რაც ლათინურად უფეხოს ნიშნავს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ სამოთხის ფრინველებს ფეხები არ სჭირდებათ, ამიტომ, სწორედ ასე ეწოდა ვარსკვლავთა ხომლს. 

***

ბნელოდა და ჰაერში მხოლოდ ღამურები და ნამგალა ჩიტები დაფრინავდნენ. ღამურები ექოსიგნალებს გამოსცემდნენ. პიპას მათი კარგად ესმოდა და ერთმანეთის გაგება შეეძლოთ. ღამურებმა ნამგალა ჩიტების შესახებ შეატყობინეს პიპას: “ნამგალები გადამფრენი ფრინველები არიან, მათ მრავალ ქვეყანას უნდა გადაუფრინონ, სანამ შორეულ თბილ ინდოეთს მიაღწევენ, სადაც გამოიზამთრებენ და შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდებიან.  მათი სამშობლო კი ის არის, სადაც ნაჭუჭიდან გამოიჩეკნენ და ფრენა ისწავლეს, ამიტომ, ნამგალა ჩიტების შთამომავლებიც აქ უნდა დაბადებულიყვნენ. თუმცა, მათ შეეძლოთ ინდოეთში სამუდამოდ დარჩენა, სადაც სულ თბილა, არც არასდროს თოვს და ყინავს, თანაც, არც ხანგრძლივი გადაფრენა მოუწევთ ასეთ შორ მანძილზე, მერე კი ისევ უკან დაბრუნება.“ 

მომდევნო დღეს ნამგალები შორეულ მოგზაურობას შეუდგნენ. ისინი დღისით და ღამითაც მიფრინავდნენ. როცა ინდოეთს მიაღწიეს, იქ მათ დიდი პატივით მოუწყვეს დახვედრა. ისე შეეგებნენ როგორც გმირებს, რომლებმაც დიდი მანძილის დაფარვა შეძლეს და ამდენი წინააღმდეგობა დაძლიეს. ასეთი მოგზაურობა ხომ ნავიგაციის ტექნიკის განსაკუთრებულ უნარსა და ჩვევებს საჭიროებდა. 

მათი გამბედაობისა და სიმამაცისთვის საზეიმო შეხვედრა გაიმართა. არავინ დაკლებია, ყველა შეიკრიბა, მთელი ფრინველთა სამეფო.  უდაიპურში გადაწყდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარება, რომელიც მიეძღვნებოდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიცაა ნამგალა ჩიტების ინდოეთში ჩამოფრენა. კონცერტის ჩატარება დაიგეგმა სახელგანთქმულ მუსიკალურ ბაღში, რომელიც ირმის ნახტომის ლაგუნის ნაპირებზე იყო განთავსებული. იქვე გორაკზე ყველაზე მაღალ ადგილზე თეთრი თაგვის ადიტას სახელობის ტაძარი აღმართულიყო, რომელსაც მეფე მზის დედა-დედოფლის ადიტის ავატარად მიიჩნევდნენ. 

(გაგრძელება იქნება)

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხაჭაპურიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ოჯახური ისტორიების მოყოლა

მოუყევით ბავშვებს ოჯახურ ისტორიებს, რათა მათ გაიგონ თავიანთი წარმომავლობა და ოჯახის ღირებულებები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026