მე წიგნი ვარ, 187 გვერდიანი, მძიმე და ფერადყდიანი წიგნი. ამიღებენ თაროდან, გადმომატრიალებენ, ფასს დახედავენ და “რა ამბავიას” თქმისთანავე დამაბრუნებენ უკან. რა მაწერია ნეტავ ასეთი? რვეული მომაშტერდა ამასწინათ და იმანაც ვერ დაფარა გაკვირვება. ოხ, ეს რვეული მომაშორებინა ნეტავ აქედან, მაგრამ ვინ იყიდის, პირველი კლასისაა და ყდაზე პითაგორას თეორემა ახატია. პითაგორას თეორემა საიდან ვიცი და მათემატიკის სახელმძღვანელო ვარ - ყველაზე სქელტანიანი და ყველაზე ძვირიანი მთელს თაროზე. პატრონზე სულაც არ ვოცნებობ, რვეული მეუბნება: დაგჯღაბნის, მიგხევ-მოგხევს და წლის ბოლოს მოგისვრისო!.. კარგით რა, ჩემნაირი წიგნის გაფუჭება როგორ შეიძლება?!.
... გამარჯობა, იგივე წიგნი ვარ ხუთი წლის შემდეგ, ჩემი ამბავი როგორ დამთავრდა და დაბეჭდვიდან 2 თვეში გავიყიდე. რა და ის სახელმძღვანელო, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე არ იყიდება, უიღბლოა თურმე... მე კი ბედმა გამიღიმა და ერთი ნიჭიერი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭისათვის შემიძინეს. ყველაფერს ხვდებოდა, რა ეწერა ჩემს გვერდებზე, როგორ უნდა ამოეხსნა, რა ჩაეწერა, რა მიეწერა... მერე მისი უმცროსი დის საკუთრება გავხდი, ისიც მივლიდა მშვენივრად, სულაც არ ყოფილა რვეული მართალი, ყოვლისმცოდნე რომ ეგონა თავი... თუმცა გამიმართლა, რომ მრავალშვილიან ოჯახში მოვხვდი... მეხუთე მოსწავლემ მიმაწებ - მომაწება და ზაფხულში შემინახა კიდეც ყუთში სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად. ყველაფრის დამთავრებას კი რაც შეეხება, ბოლოს მახსოვს, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი ცეცხლის დანთებაში. ჰო, ნაწილ-ნაწილ იწვოდა ხუთი ბავშვის გულდასმით ნაფურცლი ჩემი გვერდები, მათი ჩანაწერები, ჩანახატები, ცრემლებისა და საჭმლის ნარჩენები. შემთხვევით ჩარჩენილი სანიშნიც იწვოდა და მშვენიერი ყდაც, რომელსაც დიდი ასოებით “გეომეტრია” ეწერა. ახლა როცა ამ ბოლო ამბავს გიყვებით - ფერფლი ვარ და ცაში მივფრინავ, ასეთი სილაღე ძალიან მომწონს და ისც, რომ მალე რომელიმე ხის ძირას დავეცემი, მის ფესვებს შევუერთდები და... მერე... მერე ნეტავ რად მოვევლინები სამყაროს? იწვიმე რაა! კოკისპირულად დასცხე ღრუბელო! მორჩა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად გაატარებენ. თქვენი ყველა ქცევა თუ მოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე. გახდით მაგალითი მათთვის, რათა მოგბაძონ და მიჰყვნენ თქვენს კვალს.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო