kids.ge logo

მოგზაური კას ამბავი

ფავორიტებში დამატება

ჯადოსნური ქვის ნებით კა ატრაქციონების პარკში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს ადგილი მომავლის ბავშვებისათვის საუკეთესო გასართობი იყო. ასეთ ხმაურსა და წივილ-კივილში კა არასდროს მოხვედრილა და იმ წამსვე ყურებზე აიფარა ხელები, მერე ნელ-ნელა ჩამოუშვა და მიხვდა, რომ ეს მხირულების ხმები იყო. მომავლის ადამიანს ისეთი მანქანა შეექმნა, რომელზეც ტრიალი აბედნიერებდა, აცინებდა, და სიხარულით კივილსაც კი აწყებინებდა ხოლმე. ფიქრებიდან კა ბავშვებმა გამოარკვიეს: „თქვენთან სურათის გადაღება გვინდა!“ - თქვეს მათ და პასუხს არ დაელოდნენ, ისე შემოეხვივნენ ირგვლივ და „სასურათედ“ მოემზადნენ. კა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ ბავშვების მხიარული განწყობა მასაც გადმოედო და სახეზე ღიმილი გადაეფინა. წინ მდგომმა ქალმა რაღაც ოთხკუთხედსა და შავს რამდენჯერმე დააჭირა თითი, მერე მადლობის ნიშნად თავი დაუკრა, მოიხმო ბავშვები და დიდი ჭიშკრისაკენ გაემათა. კაც მხიარულად გაჰყვა მათ ჯგუფს.

- ფორმა კარგი გაცვია, ძმაო, ქუდიც მაგარია და ეს ფეხსაცმელები სად იშოვე? - მიაძახა ვიღაც ახმახმა და სიცილისაგან ლამის დაიხრჩო. თან ისე იშვერდა თითს კას ფეხსაცმელებისაკენ, ბიჭმა იფიქრა, მოეწონა და წართმევას მიპირებსო. ვერ მოგართვით! ჩვენი კა სპორტული ადამიანი გახლდათ. ერთხელ სირბილში მეორე ადგილიც კი დაიკავა. ჰოდა მოკურცხლა, მაგრამ რა მოკურცხლა! ქარივით მიქროდა, გაჩერებას არ აპირებდა, მაგრამ შემთხვევით უშველებელ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

- ღმერთო ჩემო, ოოო, დიდო მზის ღმერთო რა, ამდენი რკინა, ამ სიმაღლე ნაგებობა და სულ რკინის, სასწაულია პირდაპირ! ალბათ, არც იციან, რომ ეგიპტეში რკინა უძვირფასესი მეტალია და მხოლოდ მონეტების დამზადება თუ შეგვიძლია მისგან. რკინის დამუშავებას რამდენი მონა დასჭირდებოდა! - კამ მიიხედ -მოიხედა და ის ხალხი, რომელიც ამ წაგრძელებული რკინის ნაგებობის ქვეშ ირეოდა, ბედნიერი და მხიარული მოეჩვენა, სულაც არ ჰგავდნენ მონებს, არც ღარიბებს, რადგან ბევრი და ფერადი ტანსაცმელი ეცვათ და თითქმის ყველას ეჭირა კარგი ჩანთა, რაც კას აზრით ფუფუნება იყო. ასევე ყველას ეჭირა რაღაც ოთხკუთხედი, რამდენჯერმე რომ დააჭერ თითს და გაანათებს თუ არა, უნდა გაუღიმო. კამ მას „მნიშვნელოვანი მართკუთხედი“ შეარქვა. თუ მომავლის ადამიანი მართკუთხედს მაღლა აწევდა, კა იმწამსვე იღიმოდა, ემოცია ორმხრივი იყო, მომავლის ადამიანებიც უღიმოდნენ მას და თავს უკრავდნენ. კას მოეჩვენა, რომ ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ძველი ეგვიპტელები, უფრო ლაღები და თავისუფლებიც. კას სიხარულით აევსო გული. - ყველა ადამიანი თუ ქვეყანა ხომ იმისთვის შრომობს, რომ მისმა შთამომავლებმა უკეთესად იცხოვრონ! - გაიფიქრა და ამ ფიქრებმა გაახალისა.

კა სტვენა-სტვენით გაუყვა ბილიკს მარსის ველზე. მან, ცხადია, არ იცოდა, რომ ამ ველს რომაული ომის ღმერთის, მარსის, სახელი ერქვა, არც ის, რომ ვებერთელა რკინის კოშკს მისივე შემოქმედის - ეიფელის სახელი. არც ის, რომ სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზის ქუჩებში მიაბიჯებდა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ სადღაც, მომავლის ერთ მშვენიერ, საინტერესო ქალაქში მოხვდა. სეირნობისას რას არ გადააწყდა ჩვენი კა! შუა ქუჩაში მდგარი კინაღამ მანქანამაც გაიტანა, მაგრამ ყველაზე მომაჯადოვებელი მისთვის პარიზის შუშის პირამიდა აღმოჩნდა...

როცა კამ პირველად დაინახა სამი მხრიდან წყლით შემოსაზღვრული გამჭვირვალე ნაგებობა, ის მზეზე ლივლივებდა. მზის ჩასვლის შემდეგ მიუახლოვდა. ახლა განათებებს შორის ბრწყინავდა შუშის პირამიდა. პატარა და კოხტა იყო, თან დიდებული და განსაკუთრებულ ადგილას აღმართული. კას ცრემლი მოადგა. ეგვიპტელებს ტყუილად არ უშენებიათ ფარაონებისათვის ამხელა სამარხები. პირამიდების მიბაძვით აშენებული ეს სილამაზე დასტური იყო იმისა, რომ ამდენი მონა, არქიტექტორი თუ მხატვარი, ტყუილად არ გარჯილა. „ჰო, უნდა გაიღო დიდი ძალისხმევა, თუ მომავალი თაობებისათვის ეს მნიშვნელოვანი იქნება“ - ფიქრობდა კა. მერე საკუთარი ხელის თითები შეათვალიერა, გაუთავებელი წერისაგან მარჯვენა ხელის შუა და საჩვენებელი თითები მოხრილი ჰქონდა, მტევანი - დაძარღვული. კას აღარ ანაღვლებდა საკუთარი ხელები. მოუნდა, სადმე რამე მიეწერა და გზავნილი დაეტოვებინა მომავლის ადამიანებისათვის. იარა, იარა და მიაგნო ერთ წარწერებიან კედელს, იქ ბიჭი იდგა და საღებავებით ნახატის დასრულებას ცდილობდა. კამ ფუნჯზე მიანიშნა. ბიჭმა გაუღიმა და გაუწოდა. კა ეგვიპტური იეროგლიფების მოხაზვას შეუდგა და ასეთი წარწერა დატოვა კედელზე: „ყველაფერში მზეა, ოღონდ აცადეთ - ანათოს!“ შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა იმის სათქმელად, რომ ეგვიპტელები მხოლოდ მზე-ფარაონისთვის კი არ შრომობენ - გაუცვეთელ და მსოფლიო ფასეულობებს ქმნიან, ისეთებს, მერე დროზე რომ გაიმარჯვებს... შუშის პირამიდა, ბედნიერი ადამინები და კიდევ ათასი რამ იყო ამის დასტური.

და კიდევ, ყველაფერს ორი მხარე აქვს, შენი განწყობა კი იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ მხარეს აღმოჩნდები. მხოლოდ ჭუჭყიანი კატა და ყაჩაღი რომ შეხვედროდა მომავალში, ხომ სულ სხვა შთაბეჭდილებებით დაბრუნდებოდა ჩვენი კა ეგვიპტეში?..

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ ემპათიური ქცევა

შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის ავლენს ემპათიურ ქცევას და აჩვენეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი თვისებაა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026