kids.ge logo

წმინდა გიორგი

ფავორიტებში დამატება

ბოლო ხანებში ძალიან გამძვინვარდა გველეშაპი - გოგო და ბიჭი არ დატოვა სოფელში. ყველას ჭამდა უმოწყალოდ. მივიდა მასთან წმინდა გიორგი და უთხრა: - შეჩერდი, გველეშაპო, თორემ მახვილით  განგმირავო! - არ მოუსმინა გველეშაპმა და განაგრძო ადამიანების ჭამა. მოიმარჯვა წმინდა გიორგიმ მახვილი და ჩასცა თავში. ააცილა. ზურგისკენ გაუსხლტა გველეშაპი, რომელიც გველეშაპის სხეულში იყო ჩაბუდებული. მეორედაც ჩაარჭო მახვილი და ისევ გაუსხლტა ბოროტი... ბოლოს სამჯერ გადაიწერა პირჯვარი წმინდა გიორგიმ, მთელი ძალით მოიქნია მახვილი და მოკლა გველეშაპი, რომელიც გველეშაპის სხეულში იყო ჩაბუდებული… მერე დახედა დიდი, წყლიანი თვალებით მის ნატანჯ სხეულს და უთხრა: - ამიერიდან შენ შეგიძლია იყო კეთილი! - გველეშაპს არ უპასუხია…

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა. – გაუგონარი ამბავია, ცამ...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ მეორადი ტანსაცმელი

შეიძინეთ ტანსაცმელი მეორად მაღაზიებში ან გაცვალეთ ტანსაცმელი მეგობრებთან.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026