kids.ge logo

ხაფანგი დათვისთვის

ფავორიტებში დამატება

დათვმა მიწა თათით მოსინჯა, მყარი მოეჩვენა და გზა განაგრძო, რატომ მოსინჯა და ხაფანგის სუნი ეცა, მაგრამ მსუბუქად გაციებული იყო და ცხვირს არ ენდო... თამამად გადადგა ერთი, ორი, სამი ნაბიჯი და მეოთხეზე ორმოში მოადინა ზღართანი.. იქ კი უშველებელი ხაფანგი დახვდა, რომელიც წკაპ და ჩაიკეტა, დათვის ფეხი კი შიგნით მოექცა და აბა მისი გათავისუფლება რა ადვილი საქმე იყო. დათვის ღრიალმა ჩიტები დააფრთხო ხეებზე, ფოთლები და ბალახები შეარხია და გარემო გააყრუა, თან ფიქრობდა: არც ისე გაციებული ვყოფილვარო და გულში ეღიმებოდა... რატომ ეღიმებოდა და სიამაყისგან; ამაყი იყო დათუჩა, რომ ასეთი კარგი ყნოსვა ჰქონდა... ჰო, კარგით, კარგით, ერთხელ არ ენდო და ნუ უსაყვედურებთ ახლა ამის გამო, შეცდომები ხომ იმიტომ მოგვდის, რომ სწორად მოქცევა ვისწავლოთ? დათვის ასე მოიქცევა და ყოველთვის დაუჯერებს ამის შემდეგ ყნოსვას, მაგრამ ახლა რა ქნას? რა მოიმოქმედოს? ფეხი რომ გამოწიოს უარესად ეტკინება. სხვა იარაღი სჭირდება, ნეტავ ყნოსვის გარდა კიდევ რა აქვთ მაგარი დათვებს? რა და მაგარი ძილი შეუძლიათ მთელი ზამთრის განმავლობაში... არააა, ძილი ახლა არ გამოადგება, რამე სხვა სჭირდება... კბილები? კბილები და ბრჭყალები რომ გამოიყენოს ხაფანგის გასახსნელად რა უჭირს? არ არის ცუდი იდეა. დათვმა დრუნჩი გაჭირვებით მიწია ხაფანგამდე, ცოტა კიდევ დაიხარა, მერე მაგრა ჩაეჭიდა რკინის ყულფს და აწევა სცადა. მძიმე იყო. პირს თათები მიახმარა, ბრჭყალები რის ვაი-ვაგლახით შეაცურა ყულფში და კიდევ ერთხელ მოსინჯა რკინის მაღლა აწევა. წკაპ! დაიძახა ხაფანგმა და უცებ არ გაიხსნა?!. „ჰეჰ, რა კარგიაა!“ წამოიძახა დათუჩამ და ნატკენი ფეხი გვერდზე გამოსწია, პატარა ორმოდან მარტივად ამოცოცდა და ყნოსვა-ყნოსვით გაუდგა გზას. ყნოსვა-ყნოსვით იმიტომ, რომ ძალიან შიოდა და ახლო-მახლო კენკრა ეგულებოდა... ჰოდა, აბა კენკრამდე უკეთესად ვინ მიიყვანდა ვიდრე საკუთარი ყნოსვა? თუმცა სამი ძლიერი და ერთი მტკივანი თათიც დაეხმარა ამაში...

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სანიკიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ დიზაინერული აზროვნება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს დიზაინერული აზროვნების პროცესი და მისი გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026