kids.ge logo

ფრენის შიში

ფავორიტებში დამატება

- მომეჭიდეთ, მომეჭიდეთ, არ არის პრობლემა. ძალიან გეშინიათ ფრენის?.. - ეუბნებოდა გოგონა სკამზე აკრულ ბიჭს, რომელმაც, ცხადია შემთხვევით იპოვა მისი ხელი და ინსტინქტურად მთელი ძალით ჩაებღაუჯა, როგორც ხავსს წყალწაღებული... 

- მანქანით მგზავრობისაც გეშინიათ? -  არ ჩუმდებოდა გოგონა.

- არა, რატომ?.. - ხმა ამოიღო მგზავრმა.

- ჰმ, უცნაურია! ავტოკატასტროფაში გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე თვითმფრინავის ჩამოვარდნით. ავიაკატასტროფაში რომ მოხვდე, არ არის საკმარისი რამე დაზიანდეს,  აუცილებელია რამდენიმე პრობლემა დაემთხვას ერთმანეთს... მაგალითად, დაზიანებას თან დაერთოს ძლიერი უამინდობა და გადამფრენი ჩიტები გაიჭედნონ ვენტილაციაში... ასეც რომ დაგვემართოს, პარაშუტით გადავფრინდებით, რაც ძალიან საინტერესოა... უბრალოდ მინდა აგიხსნათ, მინიმალურია იმის შანსი, რომ ჩვენ ადგილამდე ვერ მივფრინდეთ, თითქმის გამორიცხულია. ამიტომ ისიამოვნეთ. 

- რით ვისიამოვნო? - შეწუხდა ბიჭი.

- რით და აფრენის დროს, ღამით, არის წუთი, როცა ზემოდან დედამიწა ულამაზეს მორთულ ნაძვის ხეს ჩამოგავს. დაჯექით ილუმინატორთან და ისიამოვნეთ მანამ, სანამ  ღრუბლების ზემოთ არ მოვექცევით. ადგილს მე გაგიცვლით.

- ახლა ვერ ავდგები, უკვე იწყებს აფრენას, ღვედების შეკვრის მაჩვენებელი გამორთული არ არის. წესებს ვერ დავარღვევ, არ შემიძლია...

- და რომ შეგეძლოთ, მართლა ისე მოიქცეოდით, როგორც მე გითხარით? -  თვალები გაუფართოვდა გოგონას.

- სავარაუდოდ...

- რა მაგარია, ესე იგი დაგაფიქრეთ და ცოტა შიშიც გაგიქრეთ არა? - ბიჭს გაეცინა.

- გიხარიათ, რომ რაღაც გამოგივიდათ?

- ჰო, ხელსაც აღარ მიჭერთ უკვე, შეამჩნიეთ?

- უკაცრავად, არ მინდოდა... -  იღიმოდა ბიჭი და ფიქრობდა, თურმე მხოლოდ რამდენიმე ფრაზის გაგონება სჭირდებოდა იმისთვის, რომ რაღაც დამოკიდებულებები შეეცვალა. ილუმინატორთან გადაჯდომაც უნდოდა, მაგრამ აბა როგორ, ძალიან კანონმორჩილი გახლდათ და ამას ვერ იზამდა. გოგონა კი მზად იყო მისთვის ადგილი გაეცვალა, ისიც იყო კანონმორჩილი, მაგრამ ჯერ 20 წელიც არ შესრულებოდა - სიცელქე და ახალგაზრდობა კი მინიმალური წესების დარღვევისკენ თამამად უბიძგებდა. იმ დღეს ნაძვის ხესავით აკაშკაშებულ დედამიწას მხოლოდ 2 წამით მოკრა თვალი, შეშინებული, 33-ს გადაცილებული  მგზავრის გართობით იყო დაკავებული...

ეშვებოდნენ. 

- დაფრენის დროს არ არის დედამიწა ნაძვის ხესავით ლამაზი? - იკითხა ბიჭმა, რომელიც ახლა ილუმინატორთან იჯდა.

- კი, არის, მაგრამ გათენდა, ვერ შეამჩნიე? - უკვე შენობით საუბრობდნენ და შიშის გამო აღარ ეჭირათ ერთმანეთის ხელის გულები...

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ იოგა ან ტაი ჩი

იოგა ან ტაი ჩი შეიძლება დაეხმაროს ბავშვს დამშვიდებაში და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026