kids.ge logo

ძირს

(სიმღერა)

ფავორიტებში დამატება
ძირს, მთავრობავ, უსამართლო!
ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
“ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!”

კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ - “ძირსო!”

ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ: “ძირსო!”

ბნელს ნათელმა მოშუქა
და ერთ რამედ ესეც ღირსო!
ძველი წესი-წყობილებაც
ბნელს გაჰყვება და შენ - “ძირსო!”

შენგან, ძალანებურად,
არ მოველით დანაპირსო.
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდებხარ, - “ძირს და ძირსო!”

ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
ღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას
სჯობს იტანჯო ერთმა - “ძირსო!”

ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!
ყოველის მხრივ შეგძახიან:
“ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026