kids.ge logo

დამისხი, დამალევინე

ფავორიტებში დამატება
ჭაბუკობაში ვყვიროდი.
როცა მოვცადე სოფელი,
ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი.
ნუ მისხამ, აღარ მესმევა
კახურის ვაზის ნაჟური!
გულს მიწყალავს, გონებას მირევს
განაგონარი, ნახული.
რაფრად არა ვვარგნილვარ
მშობელი ქვეყნის მსახური.
არმად არ უნდა შამერგოს
დედის რძის მსგავსი კახური?
რამი არი ეგ ღვინოც
ჩემზე, ეს ქუდიც ნახური.
ნუ მასმევ, აღარ მესმევა,
ყელში არ ჩადის, გუბდება.
აღმა წამღები ოცნება
უბსკრულისაკე ბრუნდება.
კაცო, გაგე, ირწმუნე,
გულის ძარღვების ტკრცილი!
რაკი არ იშლი, ამივსე
შხამ-ნაღველითა ფილი.
მას შევირგებ, ღირსიც ვარ
ღირსი, ოხერ-ტიალი!
პურიც წაღეთ, არ მინდა,
რამი არი ჩემზედა:
ვერა ვუშველე მიწასა,
ნეულს, მოსულს ქერზედა,
ჯეილმა ახლა რას ვუშველ?
თმა გამითეთრდა ყბებზედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026