kids.ge logo

ნატვრა

ფავორიტებში დამატება
კლდე უნ−და ი−ყო, სა−ლი კლდე -
მი−წავ, რა−და ხარ ფხვი−ე−რი, -
რომ ვე−რა ს−თხრი−დეს საფ−ლა−ვებს
ქარ−ჩით მო−ხუ−ცი ხნი−ე−რი.
რა−ტომ არ−ვის−გან იძ−ლი−ა
შე−ნი სა−მე−ფო ძლი−ე−რი?
არ იქ−ნა, ლე−შით არ გაძ−ღა
ეგ შე−ნი ხა−ხა მში−ე−რი?
რამ−დე−ნი კენ−ჩხა გა−მოჰ−ხარ,
რამ−დე−ნი მკლა−ვი ძლი−ე−რი?
რამ−დე−ნი სა−ხე ქა−ლი−სა,
ელ−ვა - მთათ შუ−ა რე−უ−ლი,
თვა−ლე−ბი - მთვა−რე მომ−წყდა−რი,
წყვდი−ად−ში გამორე−უ−ლი,
წე−ლი−ა დი−ლის მზის სხი−ვი,
ვარ−დებ−ში ჩამორე−უ−ლი.
ი−მა−საც ა−მას უ−პი−რობ,
ვინც მე მი−ნა−თებს ღა−მი−თა,
ვისთ−ვი−საც სი−ცო−ცხლე მ−წყუ−რან
ამ ბე−ჩა−უ−რის ჟა−მი−თა,
დაჰ−შა−ლო, და−ა−ნა−წი−ლო
ძვლე−ბი და ლე−ში კა−ნი−თა?
ზე−ზე−ურ დარ−ჩეს, ღვთის მადლ−სა,
ყელ-გამოჭრილი და−ნი−თა,
რომ ფერფ−ლი ჩე−მის ლე−შისა,
გა−და−ტა−ნი−ლი ქა−რი−თა,
მი−ეხ−ლოს ი−მის ნაშ−თის ფერფლს,
გა−ნედ−ლე−ბუ−ლი ცვა−რი−თა.
მზე−მა−ცა ნა−ხოს, მთვა−რემაც,
ცამ ვარსკვ−ლა−ვე−ბის ჯა−რი−თა
და გა−ზა−ფხუ−ლის ი−ა−მა
მის ან−გე−ლო−ზის თვა−ლი−თა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026