kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
ღარც ქარი, აღარც სუსხი,
ღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.

ცის ლაჟვარდში ტოროლები,
ვანზე მერცხლებია,
გამოსულან პატარები,
მათი ცქერით ვერ ძღებიან.

აკვირდება, უკვირს ჩინოს,
თუმცა სხვებზე დინჯი კია:
ეს, ტოლები ეძახიან,
თუ ჩიტების ჭიკჭიკია?

სტვენს ბულბული, შაშვი გალობს,
ბინად ტყე აქვთ არჩელი,
მიწას მოლი მოჰფენია,
ტყეებს - მწვანე ფარჩელი.

ღარც ქარი, აღარც სუსხი,
ღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026