kids.ge logo

ტასო ვარ თუ პეპი?!

ფავორიტებში დამატება
პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებო რატომ გეშინია- ნატა, ფრთხილად, ნუ დახტიხარ, არ მიარტყა საფეთქელი, - ბებო, რატომ გეშინია, განა მართლა ავფეთქდები!.....საახალწლო სათხოვარითამუნია დილიდან რთავს ხასხასა ნაძვის ხეს, რიგრიგობით ათავსებს ტოტზე ბურთებს, ლალისფერს. ვერცხლისფერი რგოლ...ზაზა და ფანქარიზაზამ შავი ფანქრით სახე გაიმურა, ვერ იქნა და მაინც ვერ დახატა მურა. მერე ისევ დიდხანს რაღაც ხაზა, ხაზა, მ...შემოდგომის სურათები* თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგრ...ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026