kids.ge logo

შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასა

ფავორიტებში დამატება
შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა,
ნურცა იფიქრებ ვნებასა!
პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც
გაცინებ, მიგცემ შვებასა.
ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ,
სხვანიც გეტყვიან ქებასა;
დაცლილი სხმასა მიმარტყი,
მაწვიე ჩემსა ნებასა!
რაგვარ მე ვარ აღსავსებით,
შენცა დამხვდი ისე გულად!
ნუ იშიშვი შესმას ჩემსა:
არ ვარ მწარე მეწამულად!
ლალის წყარო ჩემსა შიგან
სდგას და გიცდის შესასმელად.
ჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ,
მეწაფე და შემსვი სრულად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026